რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კარმენის დირექტორი: ,,ხელფასების მომატება ჩემი გადასაწყვეტი არაა"
წისქვილკომბინატ ,,კარმენის" დირექტორი მერაბ დათვიაშვილი აცხადებს, რომ მუშებისთვის ხელფასების მომატების თაობაზე, ქარხნის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა წარმოების სიმძლავრეებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანულმა მხარემ ანაზღაურების გაზრდა ვერ შეძლო.

ამის შესახებ მერაბ დათვიაშვილი qartli.ge-ს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, გორში აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენელი იმყოფება და პროფკავშირების წარმომადგენელთან შეხვედრას გამართავს.

,,ეგ ბიჭები ყველა თითქმის ჩემ ხელში არიან გაზრდილები? მე რას მემართლებიან? კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია? როგორც ისინი არიან აყვანილი სამუშაოდ, მეც ანალოგიურად ვარ დანიშნული დირექტორად. 3-4 წელიწადი წარმოება ზარალზე მუშაობდა, მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანისთვის ხელფასი არ დაგვიკლია. წაგების მიუხედავად, ვუნაზღაურებდით. ქარხნის მეპატრონეები ცდილობენ წარმოების გაძლიერებას, ხარჯები გაეზარდათ და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ანაზღაურების გაზრდა" - ამბობს მერაბ დათვიაშვილი.

მისი ინფორმაციით, დატვირთვის მიხედვით, მუშების ანაზღაურება 800 ლარიდან 1400 ლარამდე მერყეობს:

,,მესმის მათი მდგომარეობა. 80%-ს ბანკის ვალები აქვს, პროდუქტები გაძვირებულია და შესაბამისად, ანაზღაურების გაზრდაც სურთ. ხელფასების მომატება ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მათ ძალიან კარგად იციან" - აცხადებს მერაბ დათვიაშვილი.

გუშინ, 2019 წლის 14 მარტს ქარხნის 8 მუშა წარმოების შეფერხების გამო გათავისუფლდა. დათვიაშვილის ინფორმაციით, ეს სწორედ ქარხნის გაჩერების გამო, მოხდა. ბრძანების მიხედვით, მუშები სამუშაო პროცესზე არ გამოცხადდნენ, რაც მათი გათავისუფლების საფუძველი გახდა.



მუშების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანება იცავს.

,,თითო ადამიანს დღეში დაახლოებით 40 ტონა ფქვილის გადაზიდვა უწევს“ - ამის შესახებ qartli.ge-ს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასაძემ განუცხადა. ის წისქვილკომბინატის მუშებს ჯერ კიდევ 18 იანვარს შეხვდა. გიორგი დიასამიძის თქმით, ,,კარმენის“ თანამშრომლები, განსაკუთრებით, მუშები საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ამიტომ, სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნა მათი მხრიდან სამართლიანია.

,,2010 წლიდან, მუშა-მოსამსახურეებს ხელფასები არ გაზრდიათ. უწევთ მძიმე სამუშაოს შესრულება. ყოველდღიურად, თითო მოსამსახურეს დაახლოებით 40 ტონა ფქვილის გადაზიდვა უხდება. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზე ქარხნის მფლობელებმა რეაგირება მოახდინონ. ბატონმა მერაბმა გვითხრა, რომ ის ადგილზე ფინანსურ საკითხებს ვერ წყვეტს. აგვიხსნა, რომ ამ საკითხებზე ქარხნის მფლობელებთან შეხვედრა და საუბარი, მაისში შედგება. ისიც დანიშნული ხელმძღვანელია მფლობელისგან. ურჩია თანამშრომლებს, რომ ხელმძღვანელის ჩამოსვლამდე მოეცადათ, თუმცა მუშები ფიქრობენ, რომ როცა მფლობელი ჩამოვა, შეხვედრა შეიძლება არც შედგეს, ხოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდება.“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.



ქარხანა ეკუთვნის აზერბაიჯანულ კომპანიას.

,,მაგალითად, მარნეულში მდებარე ქარხანაში 2010 წლამდე უფრო დაბალი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე გორში. 2010 წლიდან კი, გორისა და მარნეულის წისქვილკომბინატებში დასაქმებულ თანამშრომლების ხელფასები გაუთანაბრეს ერთმანეთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ უახლოეს მომავალში არ შეიცვლება სახელშეკრულებო პირობები, აუცილებლად გატარებულ იქნება შესაბამისი ზომები. ვითხოვთ, კოლექტიური ხელშეკრულების დადებას, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება პირობები, მათ შორის ანაზღაურების საკითხიც.“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.