რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მუხათგვერდის სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. დღეს იგი 36 წლის გახდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ოჯახის წევრებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

"ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ის უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დამნაშავეები, ვინც მას სიცოცხლე მოუსწრაფა და ოჯახს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს, ეს თარიღი ტრაგედიად უქცია, ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან. თუმცა, დღესაც ჩვენი დელეგაცია ჟენევაში და მთლიანად სახელმწიფო, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ მკვლელობაში დამნაშავეები დაისაჯონ და მომავლში აღარ ხდებოდეს, ის რაც ოკუპაციის პირობებში ხდება. იმ მიზნებს მივაღწიოთ მშვიდობიანად, რასაც არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დათო ბაშარული და უამრავი ჩვენი ახალგაზრდა შეიარაღებული დაპირისპირებების, რუსული აგრესიის დროს შეეწირა. ასევე, ჯერ კიდევ გამოსაძიებელია ირაკლი კვარაცხელიას საქმე.

"მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ ჩემი და სახელმწიფოს სახელით. გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გმირია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.