რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ფრიდონ ქოქაშვილი - ბოშურელი მასწავლებელი ლევიტანაში
მასალა მომზადებულია საზოგადოება ,,ბილიკის" წევრი მოსწალეების მონაწილეობით, რომლებმაც მიზნად ლევიტანას სკოლისა და მათი პედაგოგის ყოველდღიური ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს

63-წლის ფრიდონ ქოქაშვილი დილის 6 საათზე იღვიძებს. უვლის საქონელს, ასევე, მოხუცებულ დედას, რომელიც უკვე ჯანმრთელობის გამო, სამკურნალოდ დის ოჯახში, გორის რაიონში, დროებით გააგზავნა. ბატონი ფრიდონი 2000 წლიდან სოფელ ლევიტანის დაწყებითი სკოლის ერთადერთი მასწავლებელია.

პირველ წელს 28 ბავშვი ჩაიბარა, მას შემდეგ, 50-კომლიან სოფელში მოსახლეობა შემცირდა. ამჟამად, ლევიტანაში 15 კომლი ცხოვრობს, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები. ოჯახების უმრავლესობა სოფელს ზაფხულობით უბრუნდება, როგორც ზაფხულის საძოვარს. შემოდგომით კი, ბარში ჩადიან.
ფოტოზე: სოფელი ლევიტანა

ლევიტანა ყველაზე ბოლო სოფელია ტანას ხეობაში და მსუბუქი ავტომანქანით იქ ასვლა შეუძლებელია. ატენის შემდეგ მანქანით მისვლა იოლია ბიისამდე. ბიისის შემდეგ კი, ნალექის დროს, გზა გაუვალია.

ატენის შემდეგ შემდეგი სოფლებია: ბობნევი, ბიისი, ორმოცი, ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოანთუბანი და შემდეგ ლევიტანა. ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზე აპრილში კვლავ თოვლი მოდის.



ფრიდონ ქოქაშვილს ლევიტანას სკოლამდე მისასვლელად შემდეგი სოფლების გავლა უხდება: ზემო ბოშური, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოანთუბანი.

,,ახლა კვირაში ორჯერ მიწევს ფეხით სიარული. ჩემი სახლიდან სკოლამდე 9 კმ-ია. სამი დღე მიკროავტობუსი დადის, დანარჩენი ორი დღე ყველაანთუბნამდე მოვყავარ მანქანას. თოვლსა და ტალახში ხომ აქ გავლა არც შეიძლება" - ამბობს ბატონი ფრიდონი.
,,ბილიკის" მოსწავლეები ესწრებიან სკოლის გაკვეთილს, სადაც 4 მოსწავლე სწავლობს

ლევიტანას სკოლა ბოშურის საჯარო სკოლას ექვემდებარება. დირექტორი თამილა ყველაშვილი ამბობს, რომ ფრიდონ ქოქაშვილი ხეობის საამაყო პედგოგია. მისი გაზრდილი მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ბოშურის საჯარო სკოლაში.,,ბილიკის" მოსწავლეები ინტერვიუს აღების დროს

,,ლევიტანას სკოლაში მუშაობა რთულია იმ მხრივ, რომ მშობლებს ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ-ხოლმე. წელს აქედან ბოშურის სკოლაში ორი მოსწავლე გავაგზავნეთ გასაგრძელებლად." - ამბობს ფრიდონ ქოქაშვილი.

ფრიდონ ქოქაშვილმა დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი, შემდეგ, პედაგოგიური სასწავლებელი. მისი მეუღლე და შვილები დედაქალაქში ცხოვრობენ. თვითონ დედა და მშობლიური სოფელი ზემო ბოშური ვერ მიატოვა.
ფოტოზე: ფრიდონ ქოქაშვილის დედა, შესრულებულია ტილოზე - დახატა ბატონი ფრიდონის შვილმა

,,მე თვითონ სკოლაში 2 კმ მანძილზე დავდიოდი ფეხით. ჩემ ბავშვობაში სკოლა მეზობელ სოფელში იყო. ბავშვობიდანვე გამოცდილი მაქვს ფეხით სიარული. 90-იან წლებში დავოჯახდი. იყო ძალიან ცუდი წლები ყველანაირად, განსაკუთრებით, ამ ხეობაში. ერთ წელიწადს სოფელში რამდენიმე ბავშვს მაღალი სიცხეები ჰქონდა. უგზოობის გამო, ვერ მოვახერხეთ ექიმთან წაყვანა. 1994 წელს სოფელში ბევრმა გადაიტანა მაღალი სიცხეები. ჩემმა ერთმა შვილმა კი, ვერ გადაიტანა. შეზღუდული შესაძლებლობისაა ამჟამად. მაგრამ, ხატავს ძალიან კარგად. ახლა ჩააბარა სამხატვროზე და ამ ოთახში რაც ნახატებია, მისი ნამუშევარია." - ამბობს ბატონი ფრიდონი.
ხიდი მდინარე ტანაზე

დასახლებას სახელი ლევიტანა ისტორიკოს სერგი მაკალათიას ცნობით მე-19 საუკუნეში ეწოდა. აქ ცნობილ მეწარმეს ზეზემანს ხის საამქრო ჰქონდა, ხოლო რკინიგზით ხე-ტყე გაჰქონდა. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ზეზემანი გააძევეს, მის ოჯახს ჩამოართვეს ქონება. მაკალათიას ადგილობრივები მოუყვნენ, რომ ხეობელებმა ამ ადგილს ,,ლევი ტანა" (ტანას მარცხენა მხარე) რუსული ენის გავლენით უწოდეს.



მასალა მომზადებულია საზოგადოება "ბილიკი" ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭრით ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდები ცვლილებებისათვის", რომლის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები. პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.