რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მანველიშვილის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ
გორის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, თემურ მანველიშვილის ბრალდების საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსეჯელებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიიღეს.

მანველიშვილის მოთხოვნით, მისი საქმის შესახებ, უმჯობესია, მოქალაქეებმა იმსჯელონ. ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 23 აპრილიდან დაიწყება.

გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს ვედრო ჩამოამხო. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ 16 იანვარს ცნეს.

მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო. პროკურატურამ კი ბრალი 9 თებერვალს წაუყენა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით წაუყენეს, რომელიც ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. მუხლის ფორმულირება ასეთია - "პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს."

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა
ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
17:19 / 09.10.2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის მე-9 საჯარო სკოლის წინ, ზებრა
გადასასვლელზე, მოსწავლეზე ავტომობილის დაჯახების ფაქტს ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მყოფთა ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევას
უარყოფდა, უწყებამ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის მე-9 საჯარო სკოლის წინ, ზებრა გადასასვლელზე, მოსწავლეზე ავტომობილის დაჯახების ფაქტს ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მყოფთა ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევას უარყოფდა, უწყებამ გამოძიება დაიწყო.
15:34 / 09.10.2026
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თვითმხილველთა ნაწილი და ადგილზე
მისული პოლიციელი შეჯახების ფაქტს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ
ბავშვი უბრალოდ წაიქცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი
ოფიციალურად დაადასტურა. უწყებამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თვითმხილველთა ნაწილი და ადგილზე მისული პოლიციელი შეჯახების ფაქტს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ბავშვი უბრალოდ წაიქცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ოფიციალურად დაადასტურა. უწყებამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
14:05 / 09.10.2026
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორი“ თბილისის
„ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება. თბილისურ კლუბში NBA-ის ჩემპიონი და
8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაიტ ჰოვარდი ითამაშებს.
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორი“ თბილისის „ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება. თბილისურ კლუბში NBA-ის ჩემპიონი და 8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაიტ ჰოვარდი ითამაშებს.
11:49 / 09.10.2026
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.
პროტესტის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის 120
ლარამდე გაზრდაა.
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. პროტესტის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის 120 ლარამდე გაზრდაა.
11:02 / 09.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.