რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
აუდიტმა საპროექტო ორგანიზაციების მუშაობა დაიწუნა

 

ამ დასკვნამდე სახელმწიფო აუდიტი, 2012-2013 წწ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, მივიდა.

 

მაგალითად: 2013 წელს  მუნიციპალიტეტმა ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ბილდინგ-დეველოპერთან“ სოფელ მეჯვრისხევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე, თანხით 670 ათასი ლარი. ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დაემატა ე.წ უნაგირების მოწყობის სამუშაოები. ღირებულებით 69,0 ათასი ლარით.  კომპანიის წარმომადგენლის წერილის მიხედვით, ,,უნაგირების გარეშე" სისტემა ვერ იფუნქციონირებდა.

 

2012 წლის 12 აგვისტოს ერთ-ერთი ხელშეკრულების შესრულების პროცესში ხარჯთაღრიცხვიდან ამოღებულია და სამაგიეროდ დამატებულია 55,4 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამუშაოები. საერთო ჯამში, კორექტირებულია ხელშეკრულების ფასით განსაზღრული სამუშაოების - 41%. მისი სახელშეკრულებო ფასი  131 800 ლარს შეადგენდა.

 

საანგარიშო პერიოდში სულ 27 ხელშეკრულების შესრულების პროცესში შემცირებული სამუშაოების ჯამურმა თანხამ 836 800 ლარი შეადგინა, ხოლო დამატებულია 688 600 ლარის სამუშაოები.

 

,,იმის გამო, დამატებული სამუშაოების ერთეული ფასების განსაზღვრა ხელშეკრულებების კორექტირების პროცესში ხდებოდა არასატენდერო ღირებულებებით, არამედ მიმწოდებლის ან პროექტის ავტორის მიერ შემოთავაზებული ფასით. არსებობს გონივრული რისკი, რომ მუნიციპალიტეტი, კვცალიფიციურად შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის პირობებში, მნიშვნელოვან ეკონომიას მიიღებდა." - აღნიშნავს აუდიტი.

 

ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადი

 

მოქმედი კანონდებლობით, მსუბუქი ავტომობილებისა და დანარჩენი ძრავიანი სატრანსპორტო სამუშაოების მიწოდება, იმპოირტი ან დროებითი შემოტანა, განკუთვნილი ძირითადად ადამიანების გადასაყვანად, გათავისუფლებულია დღგ-სგან, ჩათვლის უფლების გარეშე.

 

2012-2013 წწ - ში ავტომობილების შესაძენად  5 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია, სწორედ, დღგ-ის გათვალისწინებით. ხელშეკრულების საკასო ხარჯმა 127 800 ლარი შეადგინა. ,,აქედან სავარაუდოდ ზედმეტად გადახდილია დღგ 19,5 ათასი ლარის ოდენობით." - წერს აუდიტი.

 

მუნიციპალიტეტმა 2012 წლის პირველ თებერვალს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ქ.გორში სკვერებისა და გაზონების მოვლა-შენახისთვის, სავარაუდოდ ღირებულებით 143 000 ათასი ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით, სხვა სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებული იყო ტერიტორიების დასუფთავება და ნარჩენების გატანა, რაც საგადასახადო კოდექსის თანახმად განთავისუფლებულია დღგ-სგან, ჩათვლის უფლების გარეშე. ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,მზიური ოცდამეერთე“ რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება დღგ-ს თანხით 110.0 ათასი ლარით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.