რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა [R]
თიბისი ბანკის ჯგუფის PLC (TBC PLC) ძირითადი შვილობილი
კომპანიის, სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი
კოსკელო დაინიშნა.
იურკი კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად განვითარებად ბაზრებზე მოქმედი კომპანიების: აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდის, ექსპო ბანკისა (EXPO Bank) და ეფაი ბანკის (FI Bank) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იურკი კოსკელო ამავე დროს არის ინვესტ სოლარის (ბოტსვანაში მზის ენერგიაზე ფოკუსირებული საინვესტიციო ფონდის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
აღნიშნული პოზიციების დაკავებამდე, იურკი კოსკელო 24 წლის განმავლობაში რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC),, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილია. 2000 წელს იურკი კოსკელო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2004 წელს - გლობალური ფინანსური ბაზრების დირექტორად, 2007 წელს - ვიცე-პრეზიდენტად და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ტოპ მენეჯმენტის კომიტეტის წევრად, 2011 წელს კი გენერალური დირექტორის საგანგებო მრჩევლის პოსტს იკავებდა.
იურკი კოსკელო ფლობს სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს, ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (MIT),, ასევე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო ინჟინერიაში (M.Sc.).

ამავე კატეგორიაში
27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში საკალათბურთო კლუბ
„ივერიონი - გორის“ ყოფილი მენეჯერის, გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი
მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ორდღიან შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მიიღებს
მონაწილეობას, მატჩებზე დასწრება კი თავისუფალია.
ხაშურის მერია 2027 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ცენტრის
მოსართავად 111 790 ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს. ბიუჯეტიდან
18 000 ლარი გასულ წელს შეძენილი ნაძვის ხის მონტაჟ-დემონტაჟს
მოხმარდება, 60 690 ლარი კი ახალი დეკორაციების შეძენაზე დაიხარჯება.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი
სივრცე ადგილობრივი ქალების გაძლიერებასა და მოსახლეობისთვის
ხელმისაწვდომი საკვების შეთავაზებას ისახავს მიზნად.
ინიციატივას ფინანსურად თანასოფლელები უჭერენ მხარს, რომლებმაც 9
ნოემბრიდან დღემდე მოხალისეებისთვის 6 000 ლარამდე შეაგროვეს.
შეძენილი ინვენტარით ახალგაზრდებმა სასაფლაოსა და სოფლის ის
ტერიტორიები დაასუფთავეს, სადაც სპეცტექნიკა ვერ შედის.
უამინდობის გამო რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება
რთულდება. პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას
მოსალოდნელი ძლიერი ნალექის, თოვის, ქარბუქისა და გზებზე ლიპყინულის
გამო ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები