რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
აჭარელისა და ვლადიკავკაზიდან დაბრუნებული ოსური ოჯახის საერთო სახლი - გვერძინეთი (VIDEO)
ნაზიბროლა პაქსაძე 20 წელზე მეტია ოჯახთან ერთად სოფელ გვერძინეთში ცხოვრობს. ერთ-ერთ სახლში 1999 წლიდან ადგილობრივი მცხოვრების ნებართვით დაიწყო ცხოვრება. დღეს ეს სახლი საკმაოდ მოვლილია. კედლები გადარჩენილი, ბაღი ყვავილებით გალამაზებული. ამბობს, რომ როდესაც ამ სახლში ცხოვრება დაიწყო, ეზო ბალახით იყო სავსე:

,,სახლები, სადაც დღეს აჭარლები ვცხოვრობთ, ყველა ეკუთვნოდა ოსებს. კონფლიქტის დროს ისინი ამ სოფლიდან წავიდნენ, უმეტესად ჩრდილოეთ ოსეთში. მოგეხსენებათ, 1989 წელს, აჭარაში, ხულოს რაიონში სტიქია მოხდა. მეწყერის გამო, ჯერ ახალქალაქის რაიონში, გეგმიური დასახლების დროს, მოგვცეს სახლები. შემდეგ ნაწილი აქ გადმოვიდა, რადგან აქ უფრო კარგი პირობები იყო" - ამბობს ნაზიბროლა პაქსაძე.

შვილები ამ სახლში გაზარდა. გოგოები უკვე დაოჯახდნენ და ამჟამად ბათუმში ცხოვრობენ:

,,ჩემი გოგოები ბათუმში არიან დაოჯახებულნი, მაგრამ ისე უყვართ აქაურობა, ცდილობენ, დასვენების დღეები აქ გაატარონ. ვერ წარმოუდგენიათ ამ სოფლის გარეშე ცხოვრება" - ამბობს ნაზიბროლა პაქსაძე.



როგორც აღმოჩდნენ აჭარლები გვერძინეთში

ნაზიბროლა პაქსაძე ამბობს, რომ გვერძინეთში თავდაპირვლად ერთი ოჯახი დასახლდა. შემდეგ მას რამდენიმემ მიბაძა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკომიგრანტებს თავდაპირველად ახალქალაქის რაიონში მიცეს სახლები:

,,იქ არ იყო ის პირობები საცხოვრებლად, როგორც აქ არის. მე, სხვათა შორის, სულ სხვა პრობლემებიც მქონდა. ერთ-ერთ შვილს სისტემატიურად ჭირდებოდა მკურნალობა თბილისში. ახალქალაქიდან თბილისი საკმაოდ შორსაა. ამიტომ, ვამჯობინე, რომ ამ სოფელში დავსახლებულიყავი. მით უმეტეს იყო ცხოვრების დაწყების საშუალება, რადგან სახლების უმრავლესობა დაცარიელებული იყო. ბალახს მიჰქონდა აქაურობა. აქ რამდენიმე ოსი იყო დარჩენილი. იმათი ნებართვით შემოვედი სახლში. ვინც ამ სახლში ცხოვრობდა, ნათესავები ჰყავდა დარჩენილი ამ სოფელში" - იხსენებს ნაზიბროლა პაქსაძე.

აწყობილი ცხოვრება ჩრდილოეთ ოსეთში და აჭარაში დაბრუნების ფიქრი

დღეს, ნაზიბროლა პაქსაძე და სხვა აჭარლები დილემის წინაშე დგანან. ჩრდილოეთ ოსეთიდან გვერძინეთში ბევრი ოჯახი უკან ბრუნდება. რამდენიმე ოჯახმა კი, ოფიციალურად სახლი ნასყიდობის გზით გადაუფორმა ეკომიგრანტებს. ეს ძირითადად იმ ოსმა ოჯახებმა გააკეთეს, რომლებმაც ჩრდილოეთ ოსეთში (რუსეთის ფედერაცია) ცხოვრება აიწყეს.

,,მინდა გითხრათ, რომ ყოველ ზაფხულს ჩემი სახლის მეპატრონე ჩამოდის ოჯახთან ერთად და ისვენებს თავის სახლში. ძალიან მადლიერია ჩემს მიმართ და უხარია, რომ მისი სახლი გადარჩა. გვაქვს ხოლმე საუბარი სახლის მოყიდვაზე, მაგრამ არ უნდა, რომ გაყიდოს სახლი. უყვარს თავისი სოფელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრება აიწყო, მაინც უნდა, რომ ჰქონდეს თავისი კერა აქ. ახლა მეც იმ მდგომარეობაში ვარ, რომ რომც გაყიდოს, მაინც ვერ ვიყიდი. მეც ძალიან მადლობელი ვარ, რომ მაცხოვრებს ამ სახლში." - გვიყვება ქალბატონი ნაზიბროლა.



დღესდღეობით, ძამას ხეობაში (ქარელის რაიონი) ცხოვრება ეკომიგრანტებისთვის ადვილი არაა. აჭარლებით დასახლებულ ამ სოფელში საძოვრები არა აქვთ. მიწის ნაკვეთები მცირე აქვთ. თუ რა საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშე დგანან ეკომიგრანტები, ამის შესახებ, ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება ქონების რეგისტრაციის საკითხს. აჭარელ ოჯახების გარკვეული ნაწილი ქონებას ოსებისგან ვერ იფორმებენ. მაგალითად, გულიკო ხოზრევანიძე ამბობს, რომ მეპატრონეები გარდაცვლილები არიან.

,ამ სახლში ვინც ცხოვრობდნენ, ის ადამიანები უკვე გარდაიცვალნენ, წასულები იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთში, მაგრამ მოვძებნეთ მისი შვილიშვილი, რომელიც დაგვეხმარა სახლის რეგისტრაციაში. თუმცა, ვერ ვიმტკიცებთ ნაკვეთს. არქივებში ვერ მოვძებნეთ მიწის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ სახლის მეპატრონე კომუნისტების პერიოდში ფერმაში მუშაობდა და პრივატიზაციის დროს მიუციათ მიწა, თუმცა ეს ფაქტი არქივში ვერ ვნახეთ. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ქარელის საკრებულოს აღიარებითმა კომისიამ მიწის ნაკვეთი დაგვიმტკიცოს" - აცხადებს გულიკო ხოზრევანიძე.


იხ. ამავე თემაზე:

აჭარელი გიორგი ხოზრევანიძე ძამას ხეობაში - სოფელ გვერძინეთის შესახებ

ვერა ხაბალოვი გვერძინეთიდან - ,,ძლიერი ქალი გავხდი ბევრი უბედურების შემდეგ"

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.