რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
ცხინვალი ქართულ პოლიციას ,,საზღვრის" დარღვევაში ადანაშაულებს - ურთიერთბრალდებები ერგნეთში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა, ეგორ ყოჩიევმა ერგნეთში საქართველოს ხელისუფლებას ბრალდებები წაუყენეა. მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ ,,საზღვარი" ორჯერ დაარღვია.

ამის შესახებ ყოჩიევმა ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. გუშინ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში (MPღI) 93-ე შეხვედრა გაიმართა.

"ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას დასახლებაში, პოლიციის მანქანა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, შეჩერდა, გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვრის დამადასტურებელი ნიშნის გარშემო და დაბრუნდნე საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ყოჩიევმა.

მეორე საქმის განხილვისას, ყოჩიევმა განაცხადა, რომ სოფელ წნელისთან (ქარელის მუნიციპალიტეტი) პოლიციამ შეაჩერა მანქანები და შევიდნენ 150 მეტრის სიღრმეში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მისი მტკიცებით, ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებმაც გადაიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ოსური მხარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული ტერიტორიიდან ბოლო ერთ თვეში, 11 ადამიანმა დაარღვია ,,საზღვარი".

ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ კი, საქართველოს ხელისუფლებამაც გააკეთა განცხადება:

,,ქართულმა მხარემ შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის წამების ფაქტზე დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა, ასევე ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების კატეგორიული მოთხოვნა იყო გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარული საქმეზე არსებულ კითხვებზე ობიექტური პასუხების გაცემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ." - აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის წესრიგში დადგა ასევე, რუსული სამხედრო შვეულმფრენის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე უკანონო ბარიერების აღმართვისა და მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხიც დააყენა. ვერტმფრენთან დაკავშირებით, ყოჩიევმა აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცე არ დარღვეულა.

სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები წარმოადგენდნენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.