რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ეპისკოპოს" წვევამდელთა რაოდენობა შიდა ქართლიდან
გორის, ქარელისა და ხაშურის სამხედრო განყოფილებების ცნობით, 2344 მამაკაცი წვევამდელის სტატუსით სარგებლობს. ამ მონაცემებში კასპის სამხედრო სამსახურის ცნობები არ შედის.

აქედან რელიგიური ორგანიზაციების წევრობის დამადასტურებელი ცნობა 216-მა წვევამდელმა წარადგინა. მათ შორის, ,,გირჩის" ცნობა 200 წვევამდელს ეკუთვნის.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაწვევა გადავადდება, თუ პირი არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. ამ მხრივ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, თუ რამენი წვევამდელი სარგებლობს მღვდელმსახურის სტატუსით.

გორის მონაცემები

გორის მუნიციპალიტეტში, საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის დროს, 1064 წვევამდელი გამოიძახეს, სხვადასხვა მიზეზით გადავადება 690-მა წვევამდელმა გააკეთა.

ე.წ. "გირჩის" მოწმობა 131-მა ახალგაზრდამ წარადგინა.

"საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტიდან სავალდებულო სამსახურში, ამ საგაზაფხულო გაწვევის დროს, 137 წვევამდელი უნდა წავიდეს, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში გადანაწილდებიან. ამ დროისთვის ჩარიცხულია 75 წვევამდელი. ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში მიდის 10 ახალგაზრდა, აქედან ერთი მართლმადიდებლურ ეკლესიაში იმსახურებს, როგორც მუშა, ხოლო დანარჩენი 9 იეჰოვის მოწმეები არიან. ასევე არის წვევამდელი, რომელმაც მოსაკრებელი 2 000 ლარი გადაიხადა და სავალდებულო სამსახურში არ მიდის" - ამბობს გორის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი ვალერი რევაზიშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტი

650 წვევამდელია აღრიცხული ქარელის მუნიციპალიტეტში, აქედან სავალდებულო სამსახურში 69 უნდა წავიდეს. სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი გიორგი ხაბალაშვილი ამბობს, რომ 43-მა პირმა წარადგინა ,,გირჩის" ღვმდელმსახურის მოწმობა და სავალდებულო სამსახურში არ მიდის.

"ქარელის მუნიციპალიტეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-მა წვევამდელმა უნდა იმსახუროს, ამ უწყებისთვის გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ და, 7 ჯარისკაცის ნაცვლად, 8 მიდის. თავდაცვის სამინისტროში უნდა გავუშვათ 15, ამ დროისთვის მხოლოდ 9 გვყავს დარეგისტრირებული, რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, იქ 47- მა წვევამდელმა უნდა იმსახუროს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 პირია დარეგისტრირებული. "

გორის მსგავსად ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში ქარელიდანაც მიდიან, თუმცა რაოდენობა მცირეა. მხოლოდ 2 წვევამდელია, რომლებიც იმსახურებენ ტაძრებში ან საავადმყოფოებში, რადგან მათ რელიგია იარაღის ხელში აღებას უკრძალავს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსმა 25 წვევამდელის საქმე განახილველად სასამართლოს გადასცა, რადგან წვევამდელები კომისიაზე არ გამოცხადდნენ. თანხის სანაცვლოს გადავადება ერთმა პირმა გააკეთა და ბიუჯეტში 2 000 ლარი შეიტანა.

ხაშურის მუნიციპალიტეტი

გირჩის მოწმობა ხაშურის სამხედრო აღრიცხვის სამსახურში 66 წვევამდელმა წარადგინა. სულ საგაზაფხულო გაწვევაზე ხაშურში 630 წვევამდელია რეგისტრირებული, აქედან სავალდებულო სამსახურს 50 ახალგაზრდა მოიხდის.

"მესამე გაწვევაა რაც "გირჩის" ცნობები შემოვიდა, ხაშურში უკვე ამ ცნობებით სამხედრო სამსახურიდან 320-მა წვევამდელმა აარიდა თავი. ყოველ წელს ეს რიცხვი იზრდება. საგაზაფხულო გაწვევაზე 4 პირი ალტერნატიულ სამსახურში გავუშვით აქედან 3 იაჰოვას
მოწმეა, ხოლო ერთი ტაძარში წავიდა " - ამბობს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ხაშურის სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი მიხეილ ბარბაქაძე.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ რამდენმა წვევამდელმა წარადგინა "გირჩის" ცნობა საგაზაფხულო გაწვევაზე და რამდენი წვევამდელია მუნიციპალიტეტში.

საგაზაფხულო გაწვევა 29 ივნისს სრულდება, შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. გირჩის წევრებმა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში
ბრალდებული ზურაბ ბურდული გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა
განუსაზღვრა.
ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ბურდული გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
15:20 / 09.06.2026
გორში მძღოლი 5 000 ლარით დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც
ბენზინგასამართ სადგურში შესასვლელად საპირისპირო მოძრაობის ზოლში
გადავიდა და ავარია გამოიწვია.
გორში მძღოლი 5 000 ლარით დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც ბენზინგასამართ სადგურში შესასვლელად საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა და ავარია გამოიწვია.
13:48 / 09.06.2026
2026 წლის 6 ივნისს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა,
საქართველოს მოქალაქე მამუკა ბაღაური უკანონოდ დააკავეს.
2026 წლის 6 ივნისს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ბაღაური უკანონოდ დააკავეს.
13:04 / 09.06.2026
ქარელში ბოლო ერთ წელიწადში საავადმყოფოში შეძენილი ინფექციით ორი
პაციენტი გარდაიცვალა
ქარელში ბოლო ერთ წელიწადში საავადმყოფოში შეძენილი ინფექციით ორი პაციენტი გარდაიცვალა
11:32 / 09.06.2026
გორის თეატრის მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე გარდაიცვალა.
გორის თეატრის მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე გარდაიცვალა.
10:28 / 09.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.