კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სვენეთში მცხოვრები ქალი, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს, ვერ მკურნალობს
სოფელ სვენეთში მცხოვრები მერი ბუქულაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო, 31 მაისს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორმედის საავადმყოფოში მიიყვანა. თუმცა როგორც მეზობლები ყვებიან, ვადაგასული პირადობის მოწმობის გამო, საავადმყოფოში ვერ მოხერხდა მისი დაწვენა და მკურნალობა.

80 წლამდე ასაკის მერი ბუქულაშვილი ოჯახში ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მის ვაჟსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პირადობის არქონის გამო სოციალურ დახმარებას და პენსიასაც სამი წელია მერი
ბუქულაშვილი ვერ იღებს.

qartli.ge დაუკავშირდა სოფლის წარმომადგენელს კობა ქარელიშვილს და გორმედის ქირურგს ასლან ასლანიშვილის ქალბატონის მდგომარეობის გასარკვევად.

,,მერი ბუქულაშვილი სახლში ფსიქიკურად დაავადებულ შვილთან ერთად ცხოვრობს. სოციალურად დაუცველები არიან, როგორც ვიცი ქალბატონს განგრენა აქვს. ჩემი ინფორმაციით, გორმედში იმიტომ ვერ მოხდა მისი დაწვენა, რომ მას პირადობის მოწმობაზე ვადა აქვს გასული, ამის გამო ის ვერც პენსიას იღებს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისი გადაადგილება შეუძლებელია, ვინმეზე უნდა გაკეთდეს მინდობილობა, რათა მან შეძლოს პენსიის აღება. ვაპირებთ ოჯახში მისვლას და მათთან გასაუბრებას," - გვითხრა კობა ქარელიშვილმა.

გორმედის ქირურგის ასლან ასლანიშვილი თქმით, პაციენტს შესთავაზეს საავადმყოფოში დარჩენა და მკურნალობა, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.

,,პაციენტი მერი ბუქულაშვილი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ჩვენთან 31 მაისს შემოიყვანა, ჰქინდა ტროფიული წყლული და წითელი ქარი, რომელიც ბარძაყის ერთი მესამედზე იყო მოდებული. მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული, რადგან არ მოხდა ადრეული მკურნალობა. რაც შეეხება იმას რომ თითქოს ,,გორმედმა" პაციენტის მკურნალობაზე პირადობის არქონის გამო უარი თქვა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჩვენ პაციენტებს პირადობის გარეშეც ვიღებთ, და შემდეგ ვთხოვთ მოტანას, რათა ავადმყოდის ისტორია ანკეტას შევავსოთ. ქალბატონს, შევთავაზეთ სამკურნალოდ დარჩენილიყო ჩვენთან, თუმცა პაციენტმა მოისურვა სახლში მკურნალობა, შვილებსაც ვესაუბრეთ და გვითხრეს წავიყვანთ და თბილისში ვუმკურნალებთო. ჩვენ პირიქით, ვცდილობთ მაქსიმალურად დავტვირთოთ ხოლმე ჩვენი საავადმყოფო,"-აღნიშნა ასლან ასლანიშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
2018 წლის 23 აპრილს მოხდა. თავდასხმის დროს, ოჯახის წევრები
სკამზე დააბეს. ერთ-ერთ წევრს კი, ცხვირიც მოაჭრეს.

2018 წლის 23 აპრილს მოხდა. თავდასხმის დროს, ოჯახის წევრები სკამზე დააბეს. ერთ-ერთ წევრს კი, ცხვირიც მოაჭრეს.

21:06 / 14.07.2020
ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დაკავებულის
გათავისუფლებას მოითხოვს
ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვს
19:56 / 14.07.2020
საკრებულოს წევრებმა საპატრულო პოლიციის ინიციატივას მხარი
დაუჭირეს.

საკრებულოს წევრებმა საპატრულო პოლიციის ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

16:20 / 14.07.2020
,,გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს დროულად მიმართოს
,,გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს დროულად მიმართოს
15:23 / 14.07.2020
პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე შესაძლოა
მდინარეს კალაპოტს შეცვლა დასჭირდეს.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე შესაძლოა მდინარეს კალაპოტს შეცვლა დასჭირდეს.

13:11 / 14.07.2020
ვიდეორეპორტაჟი
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული
,,ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა"
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
,,იქ ახლა: ჩემი ძმა, რძალი და მათი შვილები ცხოვრობენ. ჩემი დებიც იქით დარჩნენ...
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქურთიდან ,,გადმოტანილი" ყვავილების ბაღი
ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.
,,ხელისუფლებას ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის უნდა გადაეცა" - მეუფე იობი
იგი განმარტავს, რომ კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწების მიუხედავად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.