რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
,,ჯერ ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული, რა შეიცვლება" - გორისციხე მერიას გადასცეს
გორის ციხის გარშემო ერთ-ერთ მეწარმეს ღია კაფეების განთავსება და გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწყობა სურს. თუმცა, ამის თაობაზე, გორის მერი კოტე თავზარაშვილი არ საუბრობს. მეწარმე, საკუთარი იდეების თაობაზე, ქართლი.ჯი-ს ჯერ კიდევ გასულ წესლ ესაუბრა.

,,ამ საკითხზე ჩემთან არავის უსაუბრია. მომავალში რა იქნება არ ვიცი" - აცხადებს გორის მერი.

გორისციხე და მის გარშემო არსებული ფართობი, დაახლოებით 40 000 კვ,მ ფართობი მიწის ნაკვეთი გორის მერიის ბალანსზე დაარეგისტრირეს. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი საჯარო რეესტრში გუშინ გაფორმდა.

რა შეიცვლება ამით, ამის თაობაზე ქართლი.გე გორის მერს ესაუბრა. მისი თქმით, ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ არიან ცვლილებებისთვის.

"დაახლოებით ერთი წელია მოლაპარაკებებს პირადად ვაწარმოებ ობიექტის გადმოცემის საკითხზე. დღეს უკვე გორის ციხე მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა. ჩვენ იქ მუზეუმის მოწყობას ვაპირებთ და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გავხდით. " განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე თავზარაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით, ციხის გარკვეულ მონაკვეთებზე რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება. მომავალში ციხის მოვლა-პატრობისთვის მერიაში ხარჯები გაიზრდება, თუმცა კოტე თავზარაშვილი დარწმუნებულია, რომ შემოსავლები უფრო მეტი იქნება:

"ტურისტებისთვის ვაკეთებთ საინფორმაციო ცენტრს ლომჭაბუკის ტერიტორიაზე. შემდეგ ისინი მოივლიან ციხეს, დაათვალიერებენ მუზეუმს, დარჩებიან დიდხანს და გორში უფრო მეტ ფულს დახარჯავენ, რაც სასიკეთო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ჯერ ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებულები, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ციხის ტერიტორიაზე, მთავარია რომ ის ჩვენი საკუთრება გახდა"- ამბობს თავზარაშვილი.

გორისციხის გადაცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა შიდა ქართლის რწმუნებულმა. გიორგი ხოჯევანიშვილი წერს, რომ ობიექტი მისი შუამავლობით თვითმმართველობას გადასცეს.

"მოლაპარაკებებს ნიკა ანთიძესთან პირადად მე ვაწარმოებ ერთი წელია, გუბერნატორი არ ვიცი, რა ფორმით იყო ჩართული, შესაძლოა ამბებს კითხულობდა, თუ რა ეტაპზეა ისტორიული ძეგლის გადმოცემის საკითხი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ალბათ გადმოცემის საკითხს კითხულობდა. გაკეთდება გორისციხის მუზეუმი, მოეწყობა სხვადასხვა სანახაობები, აღმოჩენილია მარანი, რეზერვუარია ძველი, მანდ გვინდა გავაკეთოთ მუზეუმი, გავა ფილმები, უფლისციხეში როგორცაა. ობიექტი იქნება ცოცხალი. ერთი წლის წინ დავაყენე საკითხი. დღეს მივიღე თანხმობა. ტურისტები თან გზად გაივლიან ბილიკებზე. ათასში ერთი ტურისტი თუ ადიოდა, ეხლა უფრო ბევრო ავა. გორისციხეს ტურისტულ მარშუტზე ჩავსვათ. შესაძლოა სუვენირები გავყიდოთ. ამით გაიზრდება შემოსავალი. გასავალი იქნება მოვლა-პატრონობა. " - გვითხრა კოტე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტი ციხის მოვლა პატრონობისთვის და დასუფთავებისთვის ადგილობრივი ბიუიჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 ლარს ხარჯავდა.

ერთ-ერთი კაფის მეპატრონე გასულ წელს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს ესაუბრა და სურვილი გამოთქვა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კაფეების მოწყობის, თუმცა გორის მერმა თქვა, რომ თვითმმართველობისთვის ნებართვის გაცემაზე არავის მიუმართავს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.