სხვადასხვა
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამა იწყება [R]
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია.

საკრედიტო ოფიცრის პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა
საჭირო:

 აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე www.FINCA.ge
 ტესტირება
 ინდივიდუალური გასაუბრება

პროგრამა 3 თვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურები სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.

პროგრამაში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია - 200 ლარი. მონაწილეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა გამოიმუშაონ დამატებითი ბონუსი.

ლელა თოფურია, ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ფინკა ბანკი მსმენელებს სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს. „ჩვენ მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ, განვითარდნენ, დაიწყონ კარიერა საბანკო სექტორში. სწავლების პროცესი გაიმართება ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, საქართველოს 30 ქალაქში და 36 სერვისცენტრში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენებელის 60% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად, მათ აქვთ საშუალება სტიპენდიის გარდა, დამატებით გამოიმუშაონ თანხა და ჰქონდეთ შემოსავალი“.

ფინკა ბანკის განვითარების აკადემიაში აპლიკაციების მიღება 6 ივნისს დაიწყო და 24 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი

"მამი, მე ცხინვალში უნდა შევიდე და შენ გაბარებ ოჯახს, არავის არ უთხრა.

,,ვის აღარ მივმართეთ დასახმარებლად, ნაცნობიც კი მოვძებნეთ ცხინვალში, მილიციონერი,
ღონისძიებაზე პუბლიკაციის "ბავშვთა მიმართ ძალადობა გზამკვლევი პედაგოგებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა. პუბლიკაცია
,,ღამის ოთხ საათზე წამოვედი იქიდან. ჩემი მეზობელი ამოვიდა ჩემთან და - ამირან, შენი ჭირი მეო!
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რაისა ჯიოევი - დევნილი აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ

,,მე ეგრე მითხრეს: ,,შენ დარჩიო და შენი ქმარი გაუშვიო"- და-მეთქი გუშინ ხო არ გავთხოვდი

ტყემლოვანა - გადაფორმებული სოფელი კონკორდატის სახელით
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.