რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მანქანის გატაცებაში ბრალდებულ მოზარდს თრობა არ დაუდგინდა და არც დევნა - აცხადებს ოჯახი
გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ახალი დეტალი
გამოიკვეთა. შს სამინისტროს ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც
ამოტრიალებული მანქანიდან პიროვნება ამოიყვანა.
ირკვევა, რომ ავტობანზე ,,გატაცებულ მანქანას" პოლიცია არ მისდევდა. ამოტრიალებულ მანქანასთან გამვლელებმა გააჩერეს, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს. გამვლელები ჩვენებაში უთითებენ, რომ მამაკაცი აგრესიულობით გამოირჩეოდ, რის გამოც მაღალჩინოსნის შვილი ეგონათ. სხვა დეტალები qartli.ge-ისთვის უცნობია.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ 17-წლის მოზარდს, რომელიც ფაქტზე დააკავეს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდა. ამის შესახებ ადვოკატმა მოზარდის ოჯახს განუცხადა.
მოზარდი სახლში 10 ივნისს დაახლოებით 13 საათზე დააკავეს. შემთხვევა კი, გამთენისაას დაახლოებით 2 საათზე მოხდა.
,,პოლიციის მანქანა, რომელსაც გორთან ავტობანზე ავარია მოუვიდა, გატაცებული იყო" - ამის შესახებ კი ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, გამტაცებელი კ.წ. არის არასრუწლოვანი, 17-წლის.
შს სამინისტროს განცხადება:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული კ.წ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამთენიასას გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა, კ.წ. -მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ "ფორდ ტრანზიტს" შეეჯახა. კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, "ქარტლი.გე"-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის გადასაღებად მისულ ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დატოვებინეს ტერიტორია.

ამავე კატეგორიაში
გორში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს
ორი მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანდა ტროტუარზე
გაჩერებული მესამე მანქანაც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ახალგაზრდა ქართველმა მოკრივემ კადეტთა ჩემპიონატის ფინალში რუსეთის
სახელით მოასპარეზე მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი
გახდა.
თავშესაფრის მძიმე კადრების გავრცელების შემდეგ,16 ოქტომბერს გორში
მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართება.
გორის საკრებულოს სხდომაზე სპორტის მასწავლებელმა, თეა კეჩხუაშვილმა
მერი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრობლემური ობიექტების
მონახულების ნაცვლად, ის მხოლოდ გართობაზეა ორიენტირებული.
გორის ძაღლთა თავშესაფარში სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ,
რაც ქსელში მიუსაფარი ცხოველების მძიმე მდგომარეობის ამსახველი
ვიდეოკადრები გავრცელდა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები