პროკურორი: ,,პოლიციის მანქანის გატაცების ფაქტზე ვიდეოჩანაწერები ჯერ არ გვაქვს"
პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებულს, 17-წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოსამართლემ დადეშქელიანმა დღეს საღამოს მიიღო.

პროკურატურამ, 17-წლის მოზარდს მანქანის გატაცებასთან ერთად, ძარცვის მცდელობისა და ძარცვის მუხლით წაუყენა ბრალი. პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულმა იმ მიკროავტობუსის ძარცვა სცადა, რომელსაც ავტობანზე დაეჯახა.

პროკურორ ნათია კიკალიას თქმით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/178 მეორე ნაწილის ,,ა"; მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,ე" ქვეპუნქტით. ასევე, მეოთხე ნაწილის
,,ბ" ქვეპუნქტით.

პოლიციის ვერსიით, ავტომანქანა ბრალდებულმა გურამიშვილის ქუჩიდან გაიტაცა. გაიარა წმინდაწყლის დასახლება - ცხინვალის გზატკეცილი. გავიდა ავტობანზე, სადაც მიკროავტობუსს დაეჯახა და ამობრუნდა. მიკროავტობუსსა და ამობრუნებულ მანქანას შორის საკმაო მანძილია. გამოძიების ვერსიით, სწორედ, ამ მიკროავტობუსის მძღოლმა და მისმა მგზავრმა ნახა ბრალდებული მანქანაში.

სახაზინო ადვოკატი ქეთევან გაგოევი აცხადებს, რომ იმ ქუჩის დასახელებისგან, გაუთქმელობის პრინციპით, თავს შეიკავებს, საიდანაც მანქანა გაიტაცეს.

,,მოსამართლემ გვითხრა, რომ რაც დახურულ პროცესზე იქნებოდა გაცხადებული, ეს ინფორმაცია არ გასულიყო გარეთ. ამიტომ, ვერ გეტყვით, თუ რომელი ქუჩიდან არის გატაცებული მანქანა" - აცხადებს სახაზინო ადვოკატი.

პროკურორი ნათია კიკალია გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე გამოძიებას არანაირი ვიდეოჩანაწერები აქვს, რომლითაც დასტურდება მანქანის გატაცების ფაქტი: ,,გამოძიება მიმდინარეობს, ჩანაწერები ჯერ საქმეში არ არის, თუმცა იქნება" - გვითხრა ნათია კიკალიამ.

შეგახსენებთ, 10 ივნისს, გამთენიისას, ქართლი.ჯი-მ გადაიღო ამოტრიალებული მანქანა, რომელიც საპატრულო პოლიციას ეკუთვნის. ამ მანქანის გადაღების უფლებას პოლიციელები ჟურნალისტს არ აძლევდნენ. მეორე დღეს, სამინისტრომ განაცხადა, რომ მანქანა გატაცებული იყო, თანაც არასრულწლოვნის მიერ. არასრულწლოვანი 12 საათის შემდეგ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.


იხ. ამავე თემაზე:

გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა - ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შსს-ს განცხადება ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე

ეთიკის ქარტია ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი დაკითხვაზე დაიბარეს

პოლიციელები, რომლებმაც ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

შსს: პოლიციის მანქანა გაიტაცა არასრულწლოვანმა

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ ლიდერებთან
კვლევაში, რომელიც ავტორებმა ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს

"საბავშვო ბაღში სულ მღეროდა. მასწავლებლები სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ სიმღერის გარდა, არაფერს აკეთებს.

"ჯიშობრივად გაუმჯობესდა და გაბიბინდა ტყე. გაერომ ჩაატარა კველვა,

გასული თვის პოპულარული სიახლეები
სტალინის სურათი ქორწილში (VIDEO)
პარალელურად, საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ჰიმნი დაუკრეს, სადღეგრძელო თქვეს და ,,პატარა გორი დიდიას" მუსიკაზე იცეკვეს.
გორში ღვაწლმოსილი პედაგოგი ასპარეზს ახალგაზრდა კადრს უთმობს
,,მაგრამ ჯობია, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ. მოსწავლეების თვალსაც უხარია, როცა
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
ახალი მაცივარი ივნისის დასაწყისში უნდა შეძენილიყო, თუმცა
კაჭკაჭიშვილის საჩივარმა პროცესი შეაჩერა
ახალი მაცივარი ივნისის დასაწყისში უნდა შეძენილიყო, თუმცა კაჭკაჭიშვილის საჩივარმა პროცესი შეაჩერა
16:56 / 17.06.2019
საქმე ეხება 2 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიკროავტობუსის მძღოლსა და
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს
საქმე ეხება 2 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიკროავტობუსის მძღოლსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს
12:24 / 17.06.2019
საერთო ჯამში,
სამივე საბავშვო ბაღი
კასპის მუნიციპალიტეტს 2 000 000
ლარი დაუჯდება.

საერთო ჯამში, სამივე საბავშვო ბაღი კასპის მუნიციპალიტეტს 2 000 000 ლარი დაუჯდება.

12:15 / 17.06.2019
დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე
საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ
ლიდერებთან
დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ ლიდერებთან
11:44 / 17.06.2019
როგორც შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა, გასული
წლების მსგავსად დაბა დამსვენებელს წელსაც პრობლემებით
ხვდება.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა, გასული წლების მსგავსად დაბა დამსვენებელს წელსაც პრობლემებით ხვდება.

16:06 / 14.06.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.