რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მოქალაქემ 10 ლარიანი ჯარიმა გააპროტესტა - სანაცვლოდ 1000 ლარიანი ჯარიმა მიიღო
წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის
გორის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი 1000 ლარით დააჯარიმა.
1983 წელს დაბადებულ მამაკაცის დაჯარიმებაზე მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვეათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე იმსჯელა.
საქმე ეხება 2 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიკროავტობუსის მძღოლსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, მომხდარ ინციდენტს.
ახსნა-განმარტების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიკროავტობუსი გააჩერა და მძღოლს ჯარიმა გამოუწერა. პატრული მოქალაქეს უმტკიცებდა, რომ მას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა და ამით კანონი დაირღვა.
,,როდესაც პატრულმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, მძღოლი გაღიზიანდა და უარი
განაცხადა ქვითრის აღებაზე. ამოვიღოთ კამერის ჩანაწერები, თან თეთრი
მაისური მაცვია და კარგად გამოჩნდება მეკეთა თუა არა ღვედიო -
ეუბნებოდა პატრულის თანამშრომელს მძღოლი. პოლიციელმა მძღოლს უთხრა,
ქვითარი აიღეთ, თორემ დაგაკავებთო. მძღოლი კი მოითხოვდა კამერების
ჩანაწერები ვნახოთო. პატრულმა მკლავში ხელი მოკიდა, გადაუგრიხა და
მანქანის ,,კაპოტზე“ გადააწვინა. მეორე პოლიციელიც მოვიდა და
მარშუტკის მძღოლი დააკავეს. დაკავებისას მოქალაქეები პოლიციელებს
სთხოვდნენ ჩანაწერები ენახათ და მძღოლი არ დაეკავებინათ.“- ამბობს
ინციდენტის თვითმხილველი.
1983 წელს დაბადებულ მამაკაცის დაჯარიმებაზე მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვეათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე იმსჯელა.
საქმე ეხება 2 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიკროავტობუსის მძღოლსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, მომხდარ ინციდენტს.
ახსნა-განმარტების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიკროავტობუსი გააჩერა და მძღოლს ჯარიმა გამოუწერა. პატრული მოქალაქეს უმტკიცებდა, რომ მას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა და ამით კანონი დაირღვა.
ამავე კატეგორიაში
"ვეცდები, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაგიზიაროთ, რაც ვნახე და
გავიარე.
„ნეტგაზეთის“ ცნობით, დემონტაჟისთვის დამატებით 109 400 ლარი
გამოიყოფა. სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, საძირკველს პრობლემები
აქვს და უცნობია, გაუძლებს თუ არა ის ახალ პროექტს.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომელსაც
საზოგადოებაში ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამსახურად იცნობენ, სოციალურ
ქსელში დაწერილი კომენტარების გამო კასპში მცხოვრებ ორ მამაკაცს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში საბავშვო ბაღის
მშენებლობა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო,
შეფერხებულია.
ხელოვანი ფრესკულ მხატვრობაში 20 წელია მოღვაწეობს და ამ ხნის
განმავლობაში შიდა ქართლსა და თბილისში 20-მდე ეკლესია აქვს მოხატული.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები