რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სოფელი ტკოცა - ,,იმდენი ვიყვირე, გაზი გამოიყვანეს, ახლგა გზაზე უნდა ვიყვირო"
,,იმდენი ვიყვირე, რომ გაზი გამოიყვანეს, სასმელი წყალი უნდა გამოეყვანათ და არ გამოიყვანეს. ახლა ვყვირივარ გზას, იქნებ როგორმე გზა გაკეთდეს. გამგებელმა გვითხრა პროექტი მზად არის და დავიწყებთ გაზაფხულიდან გზის გაკეთებასო. გაზაფხული კი არა ზაფხულიც მოვიდა, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. ჩვენ სოფლამდე ორი გზა მოდის და ორივე გაფუჭებულია. გაზის გასაკეთებლად როცა მოვიდნენ, დათხარეს გზები, ისე მქონდა მოხრეშილი გზა ცალხიდიანი მანქანა ჩვეულებრივად ამოდიოდა, ახლა კიდე ორხიდიანი მანქანაც კი ვეღარ ამოდის აღმართში."- აღნიშნა ერთ-ერთმა მოსახლემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცას მოსახლეობა სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მათი თქმით სოფელში არ არის გაზა, სასმელი და სარწყავი წყალი. ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია, ნაწილი კი ქალაქში სამუშაოს საძიებლად არის წასული. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა ტკოცაში, სადაც ახლად დამონტაჟებული კარუსელები დაათვალიერა. მოსახლეობის თქმით, მაშინ, გურასპაშვილმა განაცხადა, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყებოდა, თუმცა ტკოცაში სამუსაოები დღემდე არ დაწყებულა.

,,წყალი გვაქვს სასმელი, მხოლოდ მხოლოდ ჩვენი, მოსახლეობის გაკეთებული. მინდვრებიდან გამოვიყვანეთ წვალებით, მაგრამ მაინც უხარისხოდ არის გამოყვანილი. ბასეინები არ არის გაკეთებული. მქონდა წინადადება, სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემოგვეღობა ბასეინები, იმიტომ რომ თაგვით და ბაყაყით არის სავსე ბასეინები. მაგრამ გამოვიდნენ მასწავლებლები და ხმათაუმრავლესობიტ გადაწყდა და ბავშვებისთვის გაკეთდა კარუსელები. სარწყავი წყალი საერთოდ არ არსებობს ჩვენთან, მოსავალიც არ არის, მთიანი ადგილია. თუ არ იწვიმა გექტარზე რომ უნდა მოვიდეს 5 ტონა მოსავალი, მოდის ტონანახევარი."

,,სოფელში დომინოს თამაშით ვერთობით, თუ ინტერნეტიც გაქვს სოციალურ ქსელებს გამოიყენებ თუ არა და აჩვენებენ ერთი და იგივე რაღაცეებს, თურქულ სერიალებს. სხვა რაზე უნდა გაერთო, თოხი და ბარი, ბავშვები ამ კარუსელებზე ერთობიან, ერთი თვეა რაც გააკეთეს. გაღმიდან ისმის მარტო ტურების და მგლების ყმუილი.

Qარტლი,გე ესაუბრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვულის, მისი თქმით ატოცში გზა მომავალი წლის გაზაფხულზე გაკეთდება.

,,საპროექტო სამუშაოები დამთავრდება ამ წელში და მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები."- განაცხადა ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.