რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
სადამკვირვებლო მისია მხარეებს ცხელი ხაზის გამოყენების პრაქტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

 

 

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. სამინისტროს ცნობით, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 53-ე შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი დააყენეს.

 

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების საკითხს.

 

შეხვედრის შესახებ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ელჩ კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

 

მისიის ოფიციალურ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფერო სუფევდა. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს, მხარეებმა აღდგომის დღესასწაულის პერიოდში საფლავების მონახულების თაობაზე შესაძლო შეთანხმებაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრის ორგანიზატორებმა მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ  ცხელი ხაზისა და ინფორმაციის გაცვლის კარგი პრაქტიკის გამოყენება გააგრძელონ. მომდევნო შეხვედრა 2015 წლის 29 აპრილს გაგრძელდება 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში
დაინიშნა.

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

10:59 / 31.07.2025
საუბარია ზეღდულეთის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და
გორის №10 საბავშვო ბაღებზე.

საუბარია ზეღდულეთის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და გორის №10 საბავშვო ბაღებზე.

01:12 / 30.07.2025
სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა
ნოდარ ხაბალაშვილმა.

სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა.

00:59 / 30.07.2025
„სჯობდა ზურგში დანა ჩაერტყათ, ვიდრე ეს გაეკეთებინათ“
„სჯობდა ზურგში დანა ჩაერტყათ, ვიდრე ეს გაეკეთებინათ“
19:43 / 26.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.