რედაქტორის რჩევით
რა ელის თამაზ საათაშვილს ,,გორმედიდან" გაწერის შემდეგ
სოციალურად დაუცველი თამაზ საათაშვილი საავადმყოფოს ხვალ დატოვებს.
როგორც თავად ამბობს, მას კლინიკა "გორმედში" გადასხმებს უკეთებენ.
საათაშვილის თქმით, ის ხვალინდელ რამეს ისევ ავტოსაგდურის
საპირფარეშოში გაათევს, მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, მერიის სოციალური
სამსახურის თანამშრომლები ნაქირავებ ბინაში გადაიყვანენ.
,,მერია დამპირდა, რომ სახლს მიქირავებს. სად და როდის, არ ვიცი. ხვალ გამწერენ და ისევ მივალ ავტოსადგურზე და იქ გავათენებ ღამეს, მერე ალბათ შემასახლებენ სადმე."-უთხრა qartli.ge-ს საათაშვილმა.
თამაზ საათაშვილი "გორმედში" გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, დავით ჩიხრაძემ მოინახულა. მისი თქმით, მათ კლინიკის ხელმძღვანელისგან და ექიმებისგან პირადად მოისმინეს ინფორმაცია საათაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.
"როგორც "გორმედში" აცხადებენ, ამ ეტაპზე თამაზ საათაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას აღენიშნება საშარდე სისტემის ქრონიკული ანთება, რომელიც სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებს. მას ასევე აქვს თიაქარი, რომელიც გეგმიურ ოპერაციას საჭიროებს და არაა გადაუდებელი. საათაშვილს მიეცემა დანიშნულება და კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ. რაც შეხება იმ ფაქტს, რომ მას დაკარგული აქვს პირადობის მოწმობა, მერია მას მაქსიმალურად დაეხმარება. საათაშვილს შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა საცხოვრისთან დაკავშირებითაც."- გვეუბნებიან გორის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ მერიის სოციალური სამსახური თამაზ საათაშვილის მდგომარეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც qartli.ge მასზე სტატია გუშინ ღამით გამოაქვეყნა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სოციალურად დაუცველი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგაც, პირადობის არქონის გამო რეგისტრაციაში ვერ გაატარეს და ექიმის, ლექსო ხეთაგურის გადაწყვეტილებით, ,,დანიშნულების ადგილზე" გაწერეს.
თამაზ საათაშვილი გორის ავტოსადგურის საპირფარეშოს ოთახში დაბრუნდა, თუმცა, სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 2 საათში ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ამავე კატეგორიაში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ზვავში,
პირველად ისტორიაში
დღეს დილით ავტობანზე ავტოსაგზაო
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები.
დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4
ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან
თოვლში გადმოვარდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები