რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
როგორ ვითარდებოდა ლიახვის სანაპირო გორში (ფოტოისტორია)
"სოფელ ტინისხიდის და მდინარე ლიახვის მახლობლად მდებარე 15 სოფელს შეუტანიათ განცხადება ცაკის თავმჯდომარე ფ. მახარაძის სახელზე, რომლებიც მოითხოვენ მდინარე ლიახვზე ხიდის აგებას თვითდაბეგვრის წესით და აღნიშნავენ იმ გარემოებას, რომ ყოველ წელიწადს მდინარე ლიახვის მიერ ამ სოფლებს აქვს როგორც 10-15 ადამიანამდე მსხვერპლი, აგრეთვე აუარებელი საქონლით დაზარალება." - ეს ჩანაწერი 1928 წლით თარიღდება, რომელიც გორის არქივის თანამშრომელმა, ქეთევან მაჭარაშვილმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ მიღებული გადაწყვეტილებით - სოფელ ტინისხიდთან მდინარე ლიახვზე ხიდის აგება ჩაითვალა აუცილებელ საჭიროებად, რადგანაც შემოდგომიდან ზაფხულამდე გაღმა-გამოღმა სოფლები სრულიად მოწყვეტილნი იყვნენ ქალაქ გორს, შეწყვეტილი იყო მათ შორის ურთიერთობა.

იმ პერიოდის ხელისუფლებამ შეისწავლა, რომ ,,ვარიანის და შინდისის საბჭოების 14 სოფელში 2041 კომლის რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის გადაზიდვას აწარმოებდნენ: ხილი და ბოსტნეული საკონსერვო ქარხანაში მიჰქონდათ. გადმოზიდვის სიძნელენი ხელს უშლის დამზადების გეგმის დროულად შესრულებას, ზამთრობით მდინარე იყინება, მიმოსვლა ტრანსპორტით წყდება"..

1933 წლის დოკუმენტით: - "მდინარე ლიახვზე ხიდის აგებას ექნება დიდი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა იმერეთ-ქართლ-კახეთის გზისათვის, რადგან ომიანობის შემთხვევაში ქალაქ გორში მყოფი მტკვრის ხიდი იქნება ძალზე დატვირთული სამხედრო ნაწილებით, რის გამოც მთელი ქართლის დაბლობი მოწყდება რკინის გზას და ცენტრს, ხოლო მდინარე ლიახვზე გაკეთებული ხიდი კი მოსახლეობას და სამხედრო ნაწილებს მოძრაობაში გაუწევს დიდ მომსახურეობას. ხიდის მშენებლობისათვის გორის რაიონს მოეპოვება მასალა-რკინის ორი ფერმა, ასევე კლდის ახლოს მდებარე კარიერი, მუშა-ხელით უზრუნველყოფა.

1934 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მდინარე ლიახვზე კეთგაკეთდეს რკინა-ბეტონის ხიდი, პროექტი დამტკიცებულია, ხიდი უნდა დამთავრდეს 1936 წლის 1 იანვრისათვის".

"რესპუბლიკანური ქვემდებარეობის საგზაო მშენებლობის სატიტულო სიაში შეტანილი იქნა ობიექტი: ბეტონის ხიდი, ქვის ბურჯებზე, სამგასასვლელიანი, ქალაქ გორში, მდინარე ლიახვზე, ქართლ-კახეთ-იმერეთის გზაზე' (1935წ)"


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.