ქარელის დეპუტატი ,,მდუმარე პარლამენტარების" რიცხვში მოხვდა
ქარელის მაჟორიტარ დეპუტატი გიორგი თოთლაძე ,,მდუმარე დეპუტატების" სიაში მოხვდა. ამის შესახებ კვლევა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს 12 ივლისს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, თოთლაძეს, საანგარიშო პერიოდში, საპარლამენტო ტრიბუნა არ გამოუყენებია.

კვლევა მოიცავს 2018 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ანგარიში IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას ეხება, რომელიც პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში შემუშავდა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
კანონმდებელ თოთლაძეს დაუკავშირდა. ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი კვლელვაში საკუთარი გვარის მოხვედრას აპროტესტებს.

"ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მე პლენარულ სხდომაზეც მიმიმართავს ჩემი კოლეგებისთვის და მისაუბრია იმ პრობლემებზე, რომელიც ჩემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ასევე მიმუშავია რამდენიმე კანონპროექტზე და წარმიდგენია კომიტეტებში. არ ვიცი, რატომ მოვხვდი მდუმარე დეპუტატების სიაში." -აცხადებს გიორგი თოთლაძე.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი თოთლაძე ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანს ესაუბრა:

,,ვესაუბრე ლიკა ქაჯაიას და ბოდიში მომიხადა იმისთვის, რომ ჩემი გვარი 16 დეპუტატს შორის მოხვდა. დეტალებს ვაზუსტებთ და დარწმუნებული იყავით, რომ ორგანიზაცია ჩემ გვარს სიიდან ამოიღებს." - აცხადებს გიორგი თოთლაძე.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საპარლამენტო მდივანს ლიკა ქაჯაიას დაუკავშირდა.

"მე, გიორგი თოთლაძესთან, არ მისაუბრიდა. ამ საკითხზე ანრი ოხანაშვილმა დამირეკა. კვლევა, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობა. ეს დოკუმენტები პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა მოგვაწოდა. გიორგი თოთლაძისთვის, ცხადია, ბოდიში არ მომიხდია და არც მისი სიიდან ამოღებას ვაპირებთ, რადგან ინფორმაცია ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობა" - აცხადებს ლიკა ქაჯაია.

შიდა ქართლიდან გიორგი თოთლაძის გარდა კიდევ ერთი მაჟორიტარი სოსო მაკრახიძე მოხვდა იმ 16 დეპუტატს შორის, რომლებსაც 2018 წელს საპარლამენტო ტრიბუნა არ გამოუყენებიათ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს გორის მაჟორიტარი არ პასუხობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
ბევრ ადამიანშია ეს პიროვნება, რომელიც არ არის ბოროტი, თუმცა უყარყოფითი როლი უკავია.
სოფლის ქუჩებში სიჩუმეს ფრინველთა ჭიკჭიკი არღვევს. შორიდან ონკანიდან მოშვებული წყაროს წყლის ჩხრიალი ისმის.
,,კულას" ხელმძღვანელობამ საკუთარი ბაღების მოშენება გადაწყვიტა: ,,წელს 50 ჰა ბაღი გავაშენეთ. კიდევ ვგეგმავთ გაშენებას. ეს დაგვეხმარება სწორედ იმაში, რომ
ოკუპირებულ სოფელში დედამთილი, მამამთილი და მეუღლე დარჩა. მეუღლე ოკუპირებული ტერიტორიიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
სტალინის სურათი ქორწილში (VIDEO)
პარალელურად, საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ჰიმნი დაუკრეს, სადღეგრძელო თქვეს და ,,პატარა გორი დიდიას" მუსიკაზე იცეკვეს.
გორში ღვაწლმოსილი პედაგოგი ასპარეზს ახალგაზრდა კადრს უთმობს
,,მაგრამ ჯობია, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ. მოსწავლეების თვალსაც უხარია, როცა
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის კომენტარს ინგა
გრიგოლია ეხმაურება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის კომენტარს ინგა გრიგოლია ეხმაურება.

15:37 / 15.07.2019
ბევრ ადამიანშია ეს პიროვნება, რომელიც არ არის ბოროტი, თუმცა
უყარყოფითი როლი უკავია.
ბევრ ადამიანშია ეს პიროვნება, რომელიც არ არის ბოროტი, თუმცა უყარყოფითი როლი უკავია.
18:50 / 07.07.2019
14 და 16 წლის მოზარდები რეანიმაციულ განყოფილებაში მრავლობითი
დაზიანებებით რჩებიან
14 და 16 წლის მოზარდები რეანიმაციულ განყოფილებაში მრავლობითი დაზიანებებით რჩებიან
14:19 / 07.07.2019
საქართველოში აქამდე არ არსებობდა გადახდის პლატფორმა, რომელიც
ფიზიკურ და ციფრულ გარემოში ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი
საქართველოში აქამდე არ არსებობდა გადახდის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ გარემოში ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი
14:57 / 02.07.2019
სოფლის ქუჩებში სიჩუმეს ფრინველთა ჭიკჭიკი არღვევს. შორიდან ონკანიდან
მოშვებული წყაროს წყლის ჩხრიალი ისმის.
სოფლის ქუჩებში სიჩუმეს ფრინველთა ჭიკჭიკი არღვევს. შორიდან ონკანიდან მოშვებული წყაროს წყლის ჩხრიალი ისმის.
22:21 / 30.06.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.