რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მოსაცდელის ,,ჩონჩხები“ დევნილთა დასახლებასთან
გორში, წმინდაწყალზე, კარალეთის დევნილთა დასახლებასთან არსებული მოსაცდელი ჯიხურები დაზიანებულია.

მათ უმრავლესობას სახურავი ფაქტობრივად გადახდილი აქვს, გარდა ამისა, ჩამტყვრეულია მინები და სკამები.

დევნილთა ჩასახლების მოპირდაპირე მხარეს სამხედრო აკადემიაა და შესაბამისად, მოსაცდელი ჯიხურებით დევნილების გარდა, ის ადამიანებიც სარგებლობენ, რომლებიც აქ მუშაობენ, ან სწავლობენ.

,,დანგრეულია სულ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა არ ზრუნავს ხალხზე. წვიმის დროს ყველა ვარიანტში დავსველდებით, აზრი არ აქვს შეფარებას. წესით აქ მინები უნდა ეყენოს, გადაფარებული უნდა იყოს მარა, არ არის.“-ამბობს ლუკა სეხნიაშვილი.

,,ჩვენ არავისთვის არ მიგვიმართავს, ალბათ თავადაც არავინ დაინტერესებულა. წვიმის დროს ძალიან ცუდ პირობებს შეგვიქმნის, სჯობს, რომ გააკეთონ.“-გვეუბნება ლალი წითურაული.

,,გამოსაცვლელია და თუ გაკეთდება ძალიან კარგი იქნება. რამდენიმე თვეა ასეა და ჯერჯერობით არავინ არ დაინტერესებულა.“-ამბობს გია კასრაძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში qartli.ge-ს უთხრეს, რომ მოსაცდელი ჯიხურების მოწყობა გეგმაში აქვთ.

,,სოფლების შემდეგ, იგეგმება ქალაქში არსებული მოსაცდელების მოწყობაც. საუბარია ჯიხურებზე, რომლიც იჯარით არ არის გაცემული. რაც შეეხება დევნილთა დასახლებასთან არსებულ გაჩერებებს, ჩვენი კეთილმოწყობის სააგენტო უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს მათ გაკეთებას.“-აცხადებს მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
16:42 / 18.06.2026
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
16:23 / 18.06.2026
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
15:04 / 18.06.2026
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის" ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
12:44 / 18.06.2026
,,ივერიის
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი გამოიყო
11:53 / 18.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.