რედაქტორის რჩევით
თეგეტა მოტორსმა თიბისის მხარდაჭერით აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა [R]
ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონალური
ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო
ექსპო ჩატარდა. ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 40, 183 კვ.მ.-ს,
ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და
მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე
სპეცტექნიკას. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს თეგეტა მოტორსის ყველაზე
მსხვილ მომსახურების ცენტრს საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 20
მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი
მაცხოვრებელი დაასაქმა.
„მაქვს პატივი მოგილოცოთ თეგეტა მოტორსის ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნა, რომელიც თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნამდვილად რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. თეგეტა მოტორსმა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ამ მართლაც გრანდიოზულ რეგიონალურ ცენტრს, თამამად შეიძლება ბათუმის ახალი თეგეტა მოტორსი ვუწოდოთ. პროექტის წარმატებით შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩვენს პარტნიორებს - თიბისი ბანკსა და EBRD-ს.“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.
„მოხარულები ვართ, რომ თეგეტა ჯგუფის დამსახურებით დღეს სწორედ აჭარაში შევიკრიბეთ. აჭარის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ჩვენი ერთერთი პრიორიტეტია. ამ რეგიონში, ჯამურად ჩვენი პორტფელი შეადგენს 460 მილიონ ლარს, ხოლო ბოლო ერთი წლის მანძილზე გაცემული დაფინანსება 72%-ით გაიზარდა. თეგეტა ჯგუფის განხორციელებული ინვესტიცია ნამდვილად სამაგალითოა და გვეამაყება რომ ერთად ვავითარებთ ეკონომიკას მთელი საქართველოს მასშტაბით“. -განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.
ახალ ფილიალში განთავსებულია მომსახურების 45 უბანი და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე დღეში მოემსახურება 200-მდე ავტომობილს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი - თეგეტა აკადემია.
ღონისძიების ნაწილი ასევე იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები - Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.
თეგეტა ჯგუფისა და თიბისის თანამშრომლობა 20 წელზე მეტია გრძელდება. 2019 წელს თიბისი კაპიტალის დახმარებით თეგეტამ 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა,რაც 2019 წლის ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო.

ამავე კატეგორიაში
ავტობანზე, ოკამის მონაკვეთზე, ტრაილერი გზიდან გადავარდა, შსს-ს
ცნობით დაშავებული არავინაა და დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.
ვეფხია კასრაძე იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს, სოფლის
ევაკუაციას, ძმის დაღუპვას და დედის დაჭრას.
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კატეგორიულად უარყოფს
Facebook-ანგარიშზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის 2023 წელს
რუსეთში იმყოფებოდა, ანგარიში კი ტროლ-ანგარიშად არის შეფასებული.
კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ერთი წლის წინ 13 აგვისტოს
დაიწყო. 2026 წლის 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, თბილისში,
,,ანტენას'' სივრცე, ,,სინათლე მედიის'' მხარდასაჭერ გამოფენას
უმასპინძლებს.
ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა ავტობანზე. ხურვალეთის
გადასახვევთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები