რედაქტორის რჩევით
კალენდარი
კასპის მერის განცხადება Qartli.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის შესახებ
ფერისცვალების შემდეგ სოფელ კავთისხევში პრობლემის მოსალოდნელ მოგვარების შესახებ განმარტებას კასპის მერი აკეთებს. მისი თქმით, კომენტარი, რომელიც qartli.ge-ზე გამოქვეყნდა, აჩენს არაჯანსაღ დამოკიდებულებას როგორც პიროვნულად მის მიმართ, ასევე, იმ საქმიანობის მიმართ, რასაც კასპის მერი ახორციელებს.

საქმე ეხება სოფელ კავთისხევში სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებულ მომზადებულ სტატიას. qartli.ge წერდა, რომ ქვემო ჩოჩეთის უბანს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ორ დღეში ერთხელ ონკანში წყალი 1 ან ორი საათით მოდის. მოსახლეობამ დასახმარებლად qartli.ge-ს მიმართ.

რედაქცია საკითხის გასარკვევად კასპის მერს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სარწყავი წყლის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება ფერისცვალების შემდეგ, (19 აგვისტოს ფერისცვალებაა - გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს, ამინდი იცვლება) რაც ხელს შეუწყობს, თავის მხრივ, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასთან.

,,ჩემი განმარტება არის ასეთი, რომ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ კავთისხევის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ. ეს გამომდინარეობს რამდენიმე მიზეზით, პირველ რიგში, ნალექიანი სეზონის დადგომით. კონკრეტულად არ მიგულისხმია ის, რომ ფერისცვალების დადგომიდან ზუსტად მეორე დღეს, მაგალითად, 20 აგვისტოს მაშინვე წვიმა მოვა და მიწაში წყალი ჩადგება. ასეთი რამ არ მითქვამს. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ ფერისცვალების შემდეგ, 19 აგვისტოს შემდეგ, შემოდგომით, ნალექიანი პერიოდები იწყება, მდინარე კავთურა მოიმატებს, საიდანაც კავთისხევის მოსახლეობა ირწყვება. მოსახლეობა კი, სასმელ წყალს მოსარწყავად აღარ გამოიყენებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუკი სოფლის ერთ ნაწილს სასმელი წყალი უპრობლემოდ მიეწოდება, ხოლო მეორე ნაწილს - ორ დღეში ერთხელ, პრობლემა, ალბათ, მოსახლეობაშივე უნდა ვეძებოთ. " - განაცხადა კასპის მერმა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს
5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

18:32 / 24.10.2026
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე
გაუხანგრძლივეს.
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.
13:55 / 23.10.2026
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა.
ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან
ესტუმრებიან.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა. ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან ესტუმრებიან.
12:31 / 23.10.2026
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია
გათვალისწინებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია გათვალისწინებული.
11:16 / 23.10.2026
წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა
გამოკრული.
წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული.
18:56 / 22.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.