კალენდარი
სალომე თინიკაშვილი - კედლის მხატვარი
სალომე თინიკაშვილი 17 წლისაა. ცხოვრობს გორში. სკოლაა ახლახანს დაამთავრა. მისი მთავარი გატაცება ხატვაა.

,,ძირითადად როცა მეკითხებიან, თუ როდის დავიწყე ხატვა, მიჭირს პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ არ მახსოვს ეს პერიოდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დაბადებიდანვე ვხატავ. ამიტომ ჩემთვის ძალიან ახლოა ეს სფერო და უშუალოდ ეს პროცესი. არ მაქვს კონკრეტული მასალა, რომელზეც ვხატავ. შეიძლება დავხატო ფურცელზე, ტილოზე
ან სულაც კედელზე, მაგრამ ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც კედელზე ვხატავ." - ამბობს სალომე.

კედლის ნახატმა ცოტა ხნის წინ გორში დიდი მღელვარება გამოიწვია. ანტისაოკუპაციო სტენსილი (კედლის ნახატი) მალევე უცნობმა პირებმა წაშალეს. სალომე მუშაობას საკუთარი ოთახის კედლებზე აგრძელებს:



,,ეს კედლები მოიცავს ჩემი განვითარების ეტაპებს. დაახლოებით 13 წლიდან დღემდე და მუდამ ვცდილობ, რომ აღვბეჭდო ამ კედლებზე ჩემი განვითარება. ვინაიდან ჩემთვის ძალიან ახლო არის ეს ოთახი და ეს გარემო ზოგადად. ვინაიდან ხელოვნება ჩემთვის სხვადასხვა ემოციებთან და ამ ემოციების მიქსთან ასოცირდება ფერებიც სწორედ ასეთი მაქვს. არის ნახატები, რომლებიც შერულებულია მხოლოდ შავ-თეთრში, ზოგი კიდევ მრავალ ფერში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ინსპირაციაზე და ჩემს განწყობაზე. ამიტომ კონკრეტული ფერი ან ნახატის სტილი არ მაქვს არჩეული." - აღნიშნავს სალომე.

ყოველთვის სანამ მასწავლებელთან წავიდოდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაჩერებებზე ხალხს აკვირდებოდა.

,, ერთხელ, როდესაც გავედი გარეთ, სანამ მასწავლებელთან წავიდოდი, გაჩერებასთან შემხვდა ერთი მოხუცი ქალი, რომელიც ხშირად მინახავს ჩემ სახლთან ახლოს და მისი ფიზიკური აღნაგობა ძალიან მომეწონა და დამაინტერესდა. იმდენად მოვიხიბლე მისი ვიზუალით, რომ სხვადასხვა აზრები მომივიდა თავში.ძალიან სევდიანი იყო იმ მომენტში, როდესაც ვნახე და დახატვის სურვილი გამიჩნდა და ვფიქრობდი და ვეძებდი იმ მიზეზს თუ რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადამიანი ასე განწყობილი და შემდეგ რატომღაც გავიფიქრე, რომ ალბათ ასეთი განწყობა ექნებოდა ადამიანს, რომელსაც ეცოდინებოდა მომავალში რა მოხდებოდა." - განმარტავს სალომე თინიკაშვილი.

სამომავლოდ, სწავლის გაგრძელებას აპირებს, თუმცა მისი მომავალი პროფესია არ ეხება ხელოვნებას.

,,ძალიან მომწონს სოციალური მეცნიერებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატვას თავს დავანებებ. პირიქით, მინდა რომ უფრო და უფრო განვითარდე და განვავითარო ჩემი ტექნიკა." - აცხადებს სალომე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
ამის მიზეზად ადგილების უქონლობას ასახელებენ
ამის მიზეზად ადგილების უქონლობას ასახელებენ
10:21 / 29.05.2020
ერთ-ერთი საკითხი დუისში სტადიონის ტერიტორიის გასხვისებას ეხება
ერთ-ერთი საკითხი დუისში სტადიონის ტერიტორიის გასხვისებას ეხება
10:08 / 29.05.2020
მან მოსკოვი საქართველოს ტერიტორიების მიტაცებაში დაადანაშაულა
მან მოსკოვი საქართველოს ტერიტორიების მიტაცებაში დაადანაშაულა
08:30 / 29.05.2020
ამბობს, რომ წლების შემდეგ, მოხუცებულობის პერიოდში, დაუბრუნდება
თავის სოფელს:

ამბობს, რომ წლების შემდეგ, მოხუცებულობის პერიოდში, დაუბრუნდება თავის სოფელს:

23:57 / 28.05.2020
"ერთ ქალს, მეუღლის გარდაცვალების გამო, სურს წასვლა. კიდევ ერთ მაცხოვრებელს, 
20:32 / 28.05.2020
ვიდეორეპორტაჟი

ამბობს, რომ წლების შემდეგ, მოხუცებულობის პერიოდში, დაუბრუნდება თავის სოფელს:

ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.

გორის მეათე საჯარო სკოლაში შეჭირვებულ ოჯახებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები

გორის ჰოსპიტალს პირველადი მოხმარების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს

გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქრისტეს აღდგომის მახარობლები გორის სასაფლაოზე (VIDEO)
ჩემო ძვირფასებო, იყავით სახლში და იყავით მშვიდად, თქვენს გასაკეთებელს,
,,ზოგჯერ მკურნალთა ხელშია ჩვენი ცხოვრება" - მეუფე ანდრია (გვაზავა)

,,ქრისტიანული თავგანწირვა არ ნიშნავს ფანატიზმს, ბრიყვულ თავდაჯერებულობას, რომ მე არაფერი დამმემართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.