რედაქტორის რჩევით
მძღოლი, რომელიც ომში მგზავრებთან ერთად გაიტაცეს
53 წლის თამაზ ქებაძე, 11 წლის შემდეგაც, გორი-მერეთი-ტყვიავის რეისს
ასრულებს. ოღონდ, ამჯერად, სხვა მიკროავტობუსით. ის მანქანა კი,
რომლითაც მარადიორებმა, ხალხთან ერთად, გაიტაცეს, ისტორიას დარჩა.
თამაზ ქებაძის სამგზავრო მიკროავტობუსი ხალხთან ერთად 9 აგვისტოს გაიტაცეს:
,,7 აგვისტოდან დავიწყე ხალხის გამოყვანა. უფასოდ მომყავდნენ მერეთიდან გორში და თბილისშიც ჩამიყვანია. ასევე, რვაშიც გამოვიყვანე და უკვე 9 აგვისტოს გამიტაცეს ტყვიავი-კარალეთის გზაზე. მე ვარ მერეთიდან. მშვიდობიანი მოსახლეობა გამომყავდა. არავისგან კაპიკი არ ამიღია. მერეთიდან მომყავდა მოსახლეობა, კარბი რომ დაიბომბა მაშინ გამომყავდა ხალხი. ტყვიავში დაგვხვდნენ ოსები და რუსები ავტომატებით. გადმოგვყარეს მანქანიდან დაგვაწვინეს ასფალტზე. ჩემივე მანქანით გაგვიტაცეს 26 კაცი." - იხსენებს თამაზ ქებაძე.
თამაზ ქებაძე ყვება, რომ ქალები ტყვიავიდან გაუშვეს. მხოლოდ კაცები წაიყვანეს ტყვედ.
,,საჭესთან დაჯდა ოსი. ნომრები მოაგლიჯეს ავტობუსს და წყალში გადაყარეს. სანამ ჩვენ ასფალტზე ვიწექით, სხვებსაც წაართვეს მანქანები. მერე წაგვიყვანეს ცხინვალისკენ. სულ სამი შეიარაღებული ოსი გამოგვყვა. მე ვცდილობდი რულთან დავმჯდარიყავი და იმ ოსმა გინება და ლანძღვა დამიწყო, უკანა სკამზე გადმომაგდო. ცხინვალიდან მოდიოდნენ რუსეთის ტანკები. ტანკს რომ არ დაჯახებოდა, ამ ოსმა იქვე ხრეში ეყარა და მკვეთრად მოუხვია. ტირძნისში ხიდს რომ გადახვალ, თონეა და იმ თონესთან გადაბრუნდა ჩემი ავტობუსი. დაიღუპა 4 ადამიანი. ერთი მერეთელი იყო, ერთი მარანელი, ერთი ტყვიაველი და ერთი ოსი, ვინც გაგვიტაცა იმათგანი." - იხსენებს კობა ქებაძე.

კობა ქებაძეს ხელის მტევანი დაუზიანდა. ამბობს, რომ შემდგომში მისი სახლი მერეთში დაცხრილეს, რადგან ის ოსის ბიჭი დაიღუპა:
,,სამმა ადამიანმა ავტობუსის გადაბრუნებით ვისარგებლეთ და გავიქეცით. 16 ადამიანი ტყვედ წაიყვანეს. მერე ეს 16 ქართველი გაცვალეს ოსებში. ჩვენ რომ გამოვრბოდით, ოსები გვესროდნენ. ჩემ ძმაკაცს ტუჩში მოხვდა და ტუჩი ჩაახია ანასხლეტმა. ეს სამი ადამიანი სირბილით ჩავედით შავშვებამდე. შავშვებში დაგვხვდა ქართული პოლიცია და საავადმყოფოში წაგვიყვანეს. სულ სისხლიანი ვიყავი. მას მერე ჩვეულებრივ დევნილივით ვცხოვრობდი, სანამ ომი არ დამთავრდა და სოფელში არ დავბრუნდით. ორი კვირის ნაყიდი მქონდა ეგ ავტობუსი და ასე დამიწვეს." - ამბობს კობა ქებაძე.
,,დაზღვეული მქონდა, მაგრამ მერე პასუხი მომივიდა კომპანიისგან, რომ ომში დანაკარგს არ ვანაზღაურებთო. იმ საღამოს უნდა გამომეყვანა ჩემი ოჯახიც, მეუღლე და ორი შვილი. უკან უნდა ავბრუნებულიყავი, მაგრამ... მერე ჩემმა ძმაკაცმა წამოიყვანა. დაახლოებით თვენახევარში დავბრუნდით სოფელში. სახლი გაძარცვული და დაცხრილული დამხვდა. ისევ თავიდან დავიწყე ცხოვრება. ბანკიდან გამოვიტანე ფული, ვიყიდე მარშუტკა და ისევ დავიწყე სიარული გორი მერეთის ხაზზე." - აცხადებს კობა ქებაძე.

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები