127 ბომბი თორტიზაში - 12 აგვისტო
თორტიზა ერთ-ერთი ის სოფელია, სადაც რუსულმა ავიაციამ და სამხედრო ტექნიკამ 100-ზე მეტი ბომბი ისროლა. ჭურვების დიდი ნაწილი სოფლის ცენტრში აფეთქდა. დასახლებულ პუნქტში უამრავი ადამიანი დაშავდა. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, 16-წლის ნუგი ახალკაცი.

ქრისტინე მერებაშვილი ომის დროს კასეტური ბომბვის ჩამოგდებისას დაშავდა. იმ დროს 47-წლის იყო და მას შემდეგ შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირია. ომიდან 11 წლის შემდეგაც
პირველი ჯგუფის დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქვედა კიდური დაუზიანდა.

,,იყო დრო, როდესაც ჯან-ღონით სავსე ვიყავი. ვვაჭრობდი ხილზე. ძალიან ძლიერი ქალი ვიყავი. ორ ოჯახს ვარჩენდი, იმდენს ვმუშაობდი. დღეს, 100-ლარიან პენსიის ასაღებად რომ მივდივარ, იმაზეც ცუდად ვხდები. ზოგჯერ, ერთ დღეში ვაკეთებდი 100 ლარს მუშაობის დროს" - ამბობს ქრისტინე მერებაშვილი.



მედეა ახალკაციც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ცხოვრობს. ეს ის სოფელია, სადაც განმაღმეველებმა 127 ჭურვი იპოვეს. დაბომბვის დროს 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი ბავშვი.

მედეა ახალკაცი ამბობს, რომ როდესაც სოფლის დაბომბვმა დაიწყო, იმ დროს ნაკვეთში იმყოფებოდა:

,,თითქოს ფრინველები გადმოფრინდნენ, ისე მოდიოდნენ თვითმფრინავები, მაშინვე სიმინდებში ჩავიმალე და დავწექი. ხმა იყო საშინელი და არ ვიცი, ჭურვის ნამსხვრევები იყო თუ რა, თავზე დამეყარა ყველაფერი. ეს იყო საშინელება, რაც ხდებოდა." - იხსენებს ქალბატონი მედეა.

მაშინვე სახლისკენ გაიქცა. სოფელში პანიკა იყო. ზოგი დედას ეძებდა, ზოგი ძმას, დას... მოდიოდა დასისხლიანებული ხალხიც. სოფელში სრული ქაოსი იყო:

შემოვედი ეზოში და ბაღში ჩამოვარდნილი იყო ბომბიც. სახლიც მთლიანად დაზიანებული. დამტვრეული ფანჯრები. მუხლებამდე ეყარა დამსხვრეული მინები. სად წავსულიყავი, აღარ ვიცოდი" - ამბობს მედეა ახალკაცი.

(შენიშვნა: ქალბატონი მედეა ახალკაცი ინტერვიუს აღებიდან 3 დღის შემდეგ, ზუსტად იგივე რიცხვში, 12 აგვისტოს გარდაიცვალა)



“ეთერის საფლავი ეზოში იყო გათხრილი. ამ საფლავთან იყო წამოწოლილი მისი მეუღლე და დასტიროდა. თავზე ჯვარი ეკეთა, მეც თუ მოვკვდები, რომ გვიცნონო,“-ასე იხსენებენ სოფელ თორტიზაში 11 წლის წინ, მერებაშვილების ტრაგედიას.
2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ როდესაც, რუსულმა ავიაციამ სოფლის დაბომბვა დაიწყო, ბომბის ანასხლეტით ეთერ მერებაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა.

„ამ დაბომბვის დროს ხალხი გავიქეცით, ზოგი არხში ვისხედით, წყალში ვიდექით მთელი დღე რომ ისევ არ განმეორებულიყო ეს დაბომბვა. რომ დაწყნარდა სიტუაცია და ამოვედით, ღრმა პატვლები იყო და იქ დავიწყეთ დამალვა. როცა გამოვედით ვნახეთ, რომ ეთერი ძირს იყო დაცემული. დაგლეჯილი იყო, რომ იტყვიან. მეუღლეს აეყვანა, ადიელაში გაეხვია, აივანზე დაეწვინა ტახტზე და დასტიროდა. ადიელით გადმოიყვანა მეუღლემ და ჩამარხა აქ. ეს სამი დღე რომ ესვენა, ბიჭებმა ფანერი შეკრეს, ჩაასვენეს და ჩავიყვანეთ ეკლესიის ეზოში დავკრძალეთ,“-ამბობს დარიკო ხიზანიშვილი.

„ჩემი დედამთლი კარებთან იდგა. ჭურვმა, რომელიც ჩამოვარდა, ინერციით გადააგდო. მთლიანად დაიშალა, ჩემმა მამათილმა ნაწილებად ააწყო,“-ამბობს ნესტან ბერიძე.




სოფელი დილით დაიბომბა. 16-წლის ნუგი (ნუგზარ ) ახალკაცმა მძიმე ჭრილობა ყელთან მიიღო. ხელები ნელ-ნელა უფითრდებოდა.

ოჯახის წევრებმა სასწრაფოდ გორში წაიყვანეს. გორის ჰოსპიტალში აღარავინ დახვდათ. 12 აგვისტო იდგა, განგაში გამოცხადებული იყო და ქალაქიდან ექიმების ევაკუაციაც განხორციელდა.

მანქანით დაჭრილი მოზარდი თბილისისკენ წაიყვანეს. ტრანსპორტი გაუფუჭდათ კიდეც, თუმცა, გზა მაინც გააგრძელეს. იგოეთთან ბავშვმა გონება დაკარგა. თბილისის შესასვლელში პაპამ პოლიციას სთხოვა - საავადმყოფომდე დაჭრილი შვილი მიმაყვანინეთო. სირენებით გზა გაათავისუფლეს.... იმავე ღამით ბავშვის ცხედარი სოფელში ჩამოასვენეს. ჭირისუფლები ხედავდნენ, რომ თორტიზა დაცარიელებული იყო, ხოლო ცხენებით, ურმებით, ფეხით და, ვისაც როგორ შეეძლო, ზემო მხარის სოფლებიდან მოსახლეობა იხიზნებოდა. ჭირისუფლებს ცხედართან ერთად კვლავ სოფლის დატოვება მოუწიათ.

ტრაგიკული ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ თორტიზაში მცხოვრებ ნანა ახალკაცის ოჯახს დაატყდა. ბებიასთვის ყოველი წლის აგვისტო ,,2008 წლის აგვისტოს" ტოლფასია.

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
ცენტრის ბენეფიციარები კომპლექსურ მომსახურეობას მიიღებენ, რომელიც მათ ინდივიდუალურ
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
უძველესი ტრადიცია აღდგა. მდინარე მტკვარზე, სადაც მე-19 საუკენეში გორიდან უფლისციხემდე
რადიო სოფლის დამსახურებულ პედაგოგსა და სკოლის ყოფილ დირექტორს, გიორგი მარიამიძეს ჰქონდა ჩართული.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ნუგი ახალკაცი - ომის დროს დაღუპული 16-წლის ბიჭის ამბავი
ტრაგიკული ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ თორტიზაში მცხოვრებ ნანა ახალკაცის ოჯახს დაატყდა. ბებიასთვის
ომის ფოტოისტორია - ზაზა და თამაზ გოგიშვილები ზემო ხვითიდან
ფეხებით გვდგებოდნენ, სიგარეტის ნამწვს გვაყრიდნენ ზევიდან, „მაიკა“ სულ ამომწვარი იყო. გადავტრიალდებოდი და ისე ვაგდებდი სიგარეტის ნამწვებს
ამავე კატეგორიაში
ცენტრის ბენეფიციარები კომპლექსურ მომსახურეობას მიიღებენ, რომელიც
მათ ინდივიდუალურ
ცენტრის ბენეფიციარები კომპლექსურ მომსახურეობას მიიღებენ, რომელიც მათ ინდივიდუალურ
19:27 / 17.10.2019
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის
ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
12:54 / 15.10.2019
უძველესი ტრადიცია აღდგა. მდინარე მტკვარზე, სადაც მე-19 საუკენეში
გორიდან უფლისციხემდე
უძველესი ტრადიცია აღდგა. მდინარე მტკვარზე, სადაც მე-19 საუკენეში გორიდან უფლისციხემდე
20:24 / 13.10.2019
,,ეს ბიჭი არის 26 წლის. არ ყავს მშობლები. ბოლო დრომდე პაპასთან
ერთად ცხოვრობდა. ისიც გარდაიცვალა.
,,ეს ბიჭი არის 26 წლის. არ ყავს მშობლები. ბოლო დრომდე პაპასთან ერთად ცხოვრობდა. ისიც გარდაიცვალა.
11:37 / 10.10.2019
რადიო სოფლის დამსახურებულ პედაგოგსა და სკოლის ყოფილ დირექტორს,
გიორგი მარიამიძეს ჰქონდა ჩართული.
რადიო სოფლის დამსახურებულ პედაგოგსა და სკოლის ყოფილ დირექტორს, გიორგი მარიამიძეს ჰქონდა ჩართული.
18:29 / 06.10.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.