შიდა ქართლში ქორწინებით ქარელი, ხოლო განქორწინებით გორი ლიდერობს
2018 წლის მონაცემებით, შიდა ქართლში 1447 წყვილი დაქორწინდა, ხოლო 606 წყვილი განქორწინდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, პროცენტულად, ყველაზე ნაკლებად კასპის მუნიციპალიტეტში, ხოლო ყველაზე მეტად ქარელის მუნიციპალიტეტში ქორწინდებიან.

ასე მაგალითად, ყოველ 1000 კაცზე ქარელში 6 ქორწინებაა, კასპში კი, - 4; რაც შეეხება განქორწინებას, ყოველ 1000 კაცზე გორში 3 განქორწინების შემთხვევა ფიქსირდება,
ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში: 2-2.

 



ქარელის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობა - 41 000
ქორწინება - 262
განქორწინება - 94

გორის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობა - 122 200
ქორწინება - 723
განქორწინება - 315

ხაშურის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობა - 51 700
ქორწინება - 286
განქორწინება - 113

კასპის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობა 42 300
ქორწინება - 176
განქორწინება - 84


შიდა ქართლში, როგორც აღვნიშნეთ, 2018 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 1 447-ია, მოსახლეობა - 257 300 - ს შეადგენს. ანუ ყოველ 1000 კაცზე 6 ქორწინება მოდის.

შიდა ქართლის მსგავსად ყოველ 1000 კაცზე 6 ქორწინება მოდის შემდეგ რეგიონებზე: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

შედარებით მაღალი მაჩვენებელია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონსა და ქვემო ქართლში. აქ ყოველ 1000 კაცზე 7 დაქორწინებულია.

კიდევ უფრო მაღალია დაქორწინებულთა რიცხვი აჭარასა და იმერეთში. ამ რეგიონებში ყოველ 1000 კაცში 8 იმყოფება ქორწინებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს

,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება.
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
,,გორი, უკვე, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი გახდა. მხოლოდ ამ ორ ქალაქს ვერ ვჯობნით,
ამავე კატეგორიაში
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის
სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა
21:26 / 23.08.2019
,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა
ფილმებს უყუროს

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს

12:40 / 22.08.2019
,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის
თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება
სურდათ.
,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
21:36 / 19.08.2019
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
11:46 / 19.08.2019
ამ კაცის შერცხვენა შეიძლება. მაგალითად პურს არ მიყიდიან მაღაზიაში,
ქუჩაში დამნახველები
ამ კაცის შერცხვენა შეიძლება. მაგალითად პურს არ მიყიდიან მაღაზიაში, ქუჩაში დამნახველები
19:25 / 16.08.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.