რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ერგნეთის შეხვედრაზე ცხინვალის დელეგაცია დაგვიანებით გამოცხადდა
ერგნეთში მიმდინარე 95-ე შეხვედრაზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები დაგვიანებით მივიდნენ. ოსური მხარის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე სოფელ წნელისთან არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

მისი თქმით, ქართულმა პოლიციამ საგუშაგო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ განალაგა. მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ წნელისის მოსახლეობა შეშინებულია.

მურატ ჯიოევის კომენტარს ოსური მედია ავრცელებს. სააგენტო ,,რესის" ცნობით, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს.

წნელისი ოკუპირებული სოფელია. ის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ემიჯება, აღმოსავლეთით კი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, რასაც მათი თქმით, ასევე შეეხება საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე.

„აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ერგნეთის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმი აპირებს, წამოწიოს საკითხი დასახლებულ პუნქტ წნელისთანდა გვირგვინასთან „ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან საზღვართან პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ“ .

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.