რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
,,ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ"-ციხელაშვილი
,,ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ,” - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ვითარების ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის.

„ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება, არის მიმართული სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ, ისევე, როგორც პოლიციის ეს საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით განცხადებები თავისი ხასიათით იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ყველა თვალსაზრისით. ადგილზე გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი. ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის არანაირი ტიპის ესკალაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება. იქნება ეს საოკუპაციო ხაზის ამ თუ იმ მხარეს, იქნება ეს წნელისი თუ ჩორჩანა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ქართული მხარისთვისაც აბსოლუტურად თანაბრად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ძალისხმევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი მოწოდება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადების თუ მოქმედებისგან, რომლის დაანონსებაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, ყველა შეიკავებს თავს და რეალურად, მოხდება ადგილზე სიტუაციის განმუხტვა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.