რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მეჯვრისხევში 3 დღის განმავლობაში ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები გაიმართება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ავრცელებს.

ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირის დაწყებამდე მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდებათ. დებატები იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართება.

,,ტურნირის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდების ცნობიერების ამაღლებას მოცემულ სფეროში, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას, და რაიმე საკითხზე ორმხრივი შეხედულების ჩამოყალიბებას. ტურნირი დაიწყება ოთხშაბათს 12 საათზე და გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში" - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

შეხვედრები 4 სექტემბერს, ოთხშაბატს დაიწყება. პირველ დღეს მონაწილეები რეგისტრაციას და ტრენინგს გაივლიან, ასევე, გაეცნობიან საჩვენებელ თამაშს. მომდევნო ორ დღეს კი, სადებატოდ შეიკრიბებიან.

რას გულისხმობს ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები?

ბრიტანულ საპარლამენტო დებატებში რეზოლუცია ყოველთვის გამოიხატება მთავრობის სახელით, ხოლო ოპოზიციის მთავარი დანიშნულებაა, რომ რაც შეიძლება გასაგებად და ნათლად მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობის აღნიშნული გეგმა/გადაწყვეტილება არაპრაქტიკული ან ამორალურია.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საპარლამენტო დებატებში არის „პუნქტი ინფორმაციისთვის“. ეს პუნქტი დებატების მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას შეაწყვეტინოს სპიკერს მონოლოგი და დაუსვას მას შეკითხვა, ან მოსთხოვოს კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის დაკონკრეტება, ან „პუნქტი“ გამოიყენოს მისი მხარის შეხედულების კიდევ უფრო გასამყარებლად. (შესაბამისად, ამ პუნქტებს შეიძლება ეწოდოს „პუნქტი დაზუსტებისთვის“, „პუნქტი შეკითხვისთვის“).

თამაშის წესებით, სავალდებულო არ არის გამომსვლელი ყველა შემთხვევაში დათანხმდეს „პუნქტს ინფორმაციისთვის“, ანუ „აიღოს“ ის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება მსაჯების მიერ აღქმულ იქნეს გამომსვლელის სისუსტედ (ის თავს არიდებს ოპონენტის შეკითხვას), რაც საერთო ჯამში მის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ჩვეულებრივ, გამომსვლელის განკარგულებაში მყოფი დროის პირველი და ბოლო წუთები ე.წ. „პუნქტისგან დაცული დროებია“, როცა ოპონენტებს არ შეუძლიათ „პუნქტით“ შეაწყვეტინონ საუბარი გამომსვლელს.

უმეტეს საპარლამენტო ფორმატებში პირველ გამომსვლელს პრემიერ–მინისტრს უწოდებენ, ხოლო ოპოზიციის პირველ გამომსვლელს – ოპოზიციის ლიდერს.

ბრიტანული საპარლამენტო დებატები 8 სპიკერისგან შედგება, ისინი 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი: 2–2 მთავრობა, 2–2 ოპოზიცია.

უმეტეს შემთხვევაში რეზოლუცია ფორმირებულია ასე: „ამ პალატას სჯერა...“, „ეს პალატა მხარს უჭერს...“

როგორც ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატი ითვალისწინებს, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს მოქმედების გეგმა და დაასაბუთოს იგი ფილოსოფიური, პრაქტიკული და შედეგობრივი არგუმენტებით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტობანზე, ოკამის მონაკვეთზე, ტრაილერი გზიდან გადავარდა, შსს-ს
ცნობით დაშავებული არავინაა და დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.
ავტობანზე, ოკამის მონაკვეთზე, ტრაილერი გზიდან გადავარდა, შსს-ს ცნობით დაშავებული არავინაა და დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.
17:46 / 11.08.2026
ვეფხია კასრაძე იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს, სოფლის
ევაკუაციას, ძმის დაღუპვას და დედის დაჭრას.
ვეფხია კასრაძე იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს, სოფლის ევაკუაციას, ძმის დაღუპვას და დედის დაჭრას.
15:42 / 11.08.2026
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კატეგორიულად უარყოფს
Facebook-ანგარიშზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის 2023 წელს
რუსეთში იმყოფებოდა, ანგარიში კი ტროლ-ანგარიშად არის შეფასებული.
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კატეგორიულად უარყოფს Facebook-ანგარიშზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის 2023 წელს რუსეთში იმყოფებოდა, ანგარიში კი ტროლ-ანგარიშად არის შეფასებული.
14:23 / 11.08.2026
კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ერთი წლის წინ 13 აგვისტოს
დაიწყო. 2026 წლის 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, თბილისში,
,,ანტენას'' სივრცე, ,,სინათლე მედიის'' მხარდასაჭერ გამოფენას
უმასპინძლებს.
კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ერთი წლის წინ 13 აგვისტოს დაიწყო. 2026 წლის 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, თბილისში, ,,ანტენას'' სივრცე, ,,სინათლე მედიის'' მხარდასაჭერ გამოფენას უმასპინძლებს.
18:51 / 10.08.2026
ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა ავტობანზე. ხურვალეთის
გადასახვევთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა ავტობანზე. ხურვალეთის გადასახვევთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
17:37 / 10.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.