როლანდ სომხიშვილი სოფელ მარანიდანაა, თუმცა, 5 წელია
გორი-კარალეთის გზაზე ცხოვრობს. საუბარი არ უყვარს, არ ცდილობს
საკუთარი ნაშრომის რეკლამირებას, დარწმუნებულია, რომ ბამბუკის
თვისებების შესახებ, სხვამ ყველაფერი იცის.ის ბამბუკისგან სკამებს, მაგიდებს, სავარძლებს, კიბეებს, საფერფლეებს, ჭიქებს და ა.შ. ნივთებს ამზადებს. დღეს მის სახელოსნოში ამათგან რამდენიმე ნივთვი დაგხვდა.
,,5 წელია ამ საქმეს მივდევ. ბამბუკი ბათუმიდან ჩამომაქვს და ჩემ სახელოსნოში ვამზადებ ნივთებს. აქვე მოვიწყე საცხოვრებელი სახლი. მარანიდან სიარული ძვირი ჯდება. სოფელში მხოლოდ დედაჩემი ცხოვრობს, მე - აქ მარტო" - გვითხრა როლანდ სომხიშვილმა.
თუმცა, ბამბუკის სახლში ის მარტო მაინც არაა. მასთან ერთად პატარა ფისო ცხოვრობს, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული აქვს.
სახელოსნოს გვერდით საკუთარი სახლი მოაწყო, ერთ ოთახში საძიენებლი აქვს, მეორე ოთახში სამზარეულო. სახლის უკანა მხარეს კი, სახელოსნო.
ბამბუკი აფრიკის ქვეყნების ერთ-ერთ სიმდიდრეს წარმოადგენს. აფრიკაში ამ უნიკალური მცენარის ორი მესამედი ეთიოპიაში იზრდება. მას ქვეყანაში "მწვანე ოქროს" უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართოდაა გავრცელებული, ადგილობრივ ფერმერებს მისი პოტენციალის შესახებ ჯერ კიდევ არ აქვთ სრული ინფორმაცია.
"ფერმერი, რომელსაც აქვს ბამბუკი, მდიდარია, მაგრამ ამის შესახებ არ იცის", - ამბობს კომპანია Adal Industrial PLC-ის დირექტორი, ადან ბერჰი ამერიკულ არხთან, ,,სიენენისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026 წლის 3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში,
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები