რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
როგორ ჩაიშალა შიდა ქართლში პირველი სათემო რადიო ,,ძამას“ დაარსების გეგმა
საქართველოში ერთ-ერთი პირველი სათემო რადიოს ,,ძამას" დაარსების ინიციატორი ფონდი ,,ძამას ხეობის ეკლესია-მონასტრების აღდგენის კავშირი“. მისი თავმჯდომარე დღემდე მეუფე იობიაა.

ეკლესია-მონასტრების აღდგენის ფონდის წევრები ასევე არიან: სიმონ ნოზაძე (ამჟამად ხაშურის მაჟორიტარი პარლამენტარი); ზურაბ გოგალაძე (ხაშურელი ბიზნესმენი) და მამა გაბრიელი (ტაბატაძე); ორგანიზაციის იურიდიული მისამართი სურამშია.
ძამას ხეობის სათემო რადიოს დაარსების მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიაში განცხადება 2006 წელს შეიტანეს. ბიზნესმენი ზურაბ გოგალაძე იხსენებს, რომ იმ პერიოდში რადიოს დაარსებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეუშალეს ხელი:

,,მე მაშინ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, 2002-2006 წლების მოწვევის საკრებულოზეა საუბარი. ჩემთან მოვიდნენ გარკვეული პიროვნებები და გვთხოვეს, რომ ეკლესია-მონასტრების აღდგენის ფონდისთვის შეწირულობები გაგვეკეთებინა. მეც საკმაოდ დევნილი ვიყავი მაშინდელი ხელისუფლებიდან, ვიყავი მრეწველთა პარტიის წევრი. სათემო რადიოს დასაარსებლად ერთი კარგი ბიჭი დარბოდა, სამწუხაროდ, გვარი აღარ მახსოვს, შემდეგ, ავარიაში დაიღუპა. შეაგროვეს საბუთები, მაგრამ ლიცენზია არ მისცეს. ფაქტობრივად, გვინდოდა, რომ ჩვენს ეპარქიაში ყოფილიყო მედიასაშუალება, რომელიც ყველანაირ ინფორმაციას მიაწვდიდა ხალხს“ - ამბობს ზაურ გოგალაძე.

იმ პერიოდში ხაშურისა და რუის-ურბნისის ეპარქია ერთ ინსტიტუტს წარმოადგენდა. ზურაბ გოგალაძე განმარტავს, რომ სათემო რადიოს დაარსები იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ხაშურის ტელეკომპანია ,,დიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა და მისი მფლობელები ნაციონალური მოძრაობის წევრები გახდნენ:

,,ხაშურის ტელევიზიის გასხვისევის პროცედურები უკვე დაწყებული იყო. ფაქტობრივად, ჩვენი რაიონი ტელევიზიის გარეშე რჩებოდა. გარკვეულმა პირებმა, სწორედ, ამიტომ გადაწყვიტეს რადიოს დაარსება“ - ამბობს ზურაბ გოგალაძე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სათემო რადიოს დაარსების ინიციატორი ,,ძამას ხეობის ეკლესია-მონასტრების აღდგენის ფონდი“ იყო. ამ ფონდის წევრია პარლამენტარი სიმონ ნოზაძე:

,,ამ ფონდში მეც მონაწილეობა უნდა მიმეღო, როგორც სპონსორი. იმ პერიოდში პატარა ბიზნესი მქონდა. სამწუხაროდ, ეს იდეა ვერ განხორციელდა“ - აცხადებს სიმონ ნოზაძე. ფონდი ,,ძამას ხეობის ეკლესია მონასტრების აღდგენის კავშირი“ 2006 წელს დაარსდა.

წესდებაში აღნიშნულია, რომ სათემო რადიოს დაარსების მიზანი წარმოადგენს ფასეულობების პოპულარიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.