კალენდარი
ახალი ამბები
მზად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის! ®
დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია თელავიდან. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა. მინდობით აღზრდა 18 წლამდე არასრულწლოვანის ოჯახურ გარემოში გარკვეული დროით აღზრდას უზრუნველჰყოფს. როგორც თავად გვიყვება, ერთ დღეს, მას დაუკავშირდა სოციალური მუშაკი და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ პროექტში ჩართვა შესთავაზა: - „ამ პროექტში 17 წლის ასაკში ჩავერთე. ჩემმა სოციალურმა მუშაკმა შემატყობინა, რომ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც
საინტერესო პროექტს ახორციელებდა და ბავშვებს საკომუნიკაციო თუ სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაში ეხმარებოდა. მეც დავთანხმდი, რადგან მაშინ არც თუ ისე გამოვირჩეოდი კომუნიკაბელურობით და თითქოს, რაღაც უფრო მეტი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ჩემი მიმართულებები გამჩენოდა. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა, რადგან პროექტის მიმდინარეობის პერიოდიდანვე ვგრძნობდი, როგორ ვძლიერდებოდი, ვხდებოდი თავდაჯერებული და უფრო ადვილად ვამყარებდი ურთიერთობას ადამიანებთან“.

პროექტს, რომელზეც დიანა საუბრობს, „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 28 თვის განმავლობაში ახორციელებდა. საპილოტე პროექტი - „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების, ტრენინგებისა და დასაქმების გზით“ სამ რეგიონს ‒ კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი - მოიცავდა. ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში ჩართული 14-დან 25-წლამდე 144 მოზარდი მონაწილეობდა.

პროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას, ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა აღნიშნავს: „სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებსა და მინდობით აღზრდის პროგრამებში არიან ჩართულები, 18 წლის შესრულების შემდეგ სახელმწიფოს მზრუნველობის მიღმა რჩებიან. მათზე სახელმწიფო წყვეტს ზრუნვას. ამიტომ, აუცილებელია, არასრულწლოვნებმა სწორედ ამ პერიოდში შეიძინონ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც 18 წლის შემდგომ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებათ. ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტში დაგეგმილი აქტივობები, ტრენინგები და სტაჟირებები, სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული. მოზარდები, რომლებსაც თავიდან უჭირდათ კომუნიკაცია, საუბარი, დიალოგში ჩართვა, საკუთარი აზრის გამოხატვა, საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, ახალი ადამიანების გაცნობა, - შეიცვალნენ. ამაღლდა მათი თვითშეფასება, შეიძინეს ახალი მეგობრები, გააქტიურდნენ და გაუმჯობესდა მათი განვითარებაზე ორიენტირებულობის ხარისხი“.

პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგებისა და სტაჟირების შემდეგ, დიანა ბაქრაძე ერთ-ერთ კერძო საწარმოში დასაქმდა კიდეც. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა - „პროექტის ფარგლებში გავიარეთ სხვადასხვა ტრენინგი, ეს იყო კომუნიკაცია, უნარ-ჩვევების განვითარება, ხელსაქმე. შემდეგ გვქონდა სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, მე სტაჟირების კურსი ავირჩიე ყველის ქარხანაში, სადაც ყველის დაფასოება და თბილისის მასშტაბით მაღაზიებისთვის შეკვეთების გამზადება მევალებოდა. შემდეგ ამავე ადგილას დავსაქმდი და ერთი წლის განავლობაში ვმუშაობდი. ამ პროექტმა საფუძველი მომცა იმისთვის, რომ ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დავინტერესებულიყავი სხვადასხვა აქტივობით და კი არ დავლოდებოდი იმას, ვინ რას შემომთავაზებდა, არამედ თავად მემოქმედა“.


ფოტოზე: დიანა ბაქრაძე

ანა ვარამაშვილი ამავე პროექტის 19 წლის მონაწილეა. ამჟამად ისიც სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მეცნიერებისა და ხელოვნების“ ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობს. პროექტში 2018 წლის გაზაფხულიდან ანაც სოციალური მუშაკის დახმარებით ჩაერთო. მასწავლებლობა ბავშვობიდან უნდოდა, ამიტომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და ტრენინგებიც სწორედ ამ მიმართულებით გაიარა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პროექტისგან მივიღე არის ის, რომ მომეცა შესაძლებლობა, სტაჟირება გამევლო რედაქტორის პოზიციაზე. ვარედაქტირებდი სხვადასხვა ნაწარმოებებს - ნოველებს, მოთხრობებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთან გავდიოდი სტაჟირებას იმ მეთოდების შესასწავლად, რასაც მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესებში იყენებენ. აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ მასალას ვამუშავებდი არა როგორც მოსწავლე, არამედ, როგორც რეპეტიტორი. ვსწავლობდი ტექნიკას, როგორ უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია სწორად. ამ ყველაფერმა გაზარდა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და განავითარა ჩემი კრიტიკული აზროვნება. აღნიშნულმა პროექტმა დიდი გავლენა იქონია ჩემს პრაქტიკულ და წიგნიერ განვითარებაზე, რადგან სამომავლოდ, შეძენილი უნარ-ჩვევების ჩემს საქმიანობაში გამოყენება ძალიან დამეხმარება“ - გვიყვება ანა.


ფოტოზე: ანა ვარამაშვილი

გარდა მიღებული პრაქტიკული ცოდნისა, ანა ვარამაშვილი სოციალური უნარების ტრენინგების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულმა ტრენინგმა შესაძლებლობა მისცა, შეემეცნა და ჩაღრმავებოდა თანატოლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აეხსნა როგორც თავისი, ისე თანატოლების ქცევა კომუნიკაციისას, რაც ახლა ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება - „ჩვენ გავიგეთ, თუ რამდენად საჭიროა თითოეული მოზარდის აქტიური კომუნიკაცია და კავშირი საზოგადოებასთან, უცნობ და ნაცნობ ადამიანებთან, ასევე რა გავლენა აქვს ჩვენს ჩართულობას, რა დადებით და უარყოფით მხარეებს მოიცავს და სხვა რიგი საკითხები, რაც მიადვილებს განსხვავებულ ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შესვლას. ეს პროექტი უამრავ მოზარდს, ჩემი ჩათვლით, დაგვეხმარა, აღმოგვეჩინა საკუთარი თავები, მიზნები და დამოუკიდებლად გვეზრუნა თვითრეალიზებისთვის“.

„საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ კომუნიკაციების მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა პროექტის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მოზარდების დასაქმება - „მოზარდები, რომლებსაც არ ჰქონდათ სოციალური უნარები, რომლებმაც არ იცოდნენ, რისი კეთება სურდათ, ან თუნდაც, რა გამოსდიოდათ კარგად და მათი დასაქმების შანსი არც ისე დიდი იყო‒ დღეს დასაქმებულები არიან; აქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი; სწავლობენ ხელფასის განკარგვას საკუთარი საჭიროებების მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვაც, რომ მათ ჰყავთ სამეგობრო წრე მეწარმის და მისი თანამშრომლების სახით, ჩართულები არიან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უშვებენ შეცდომებს მუშაობის პროცესში და სწავლობენ როგორ მიიღონ შენიშვნები, გამოასწორონ თავიანთი ქცევა. ამ მოზარდებს, დღეს შეუძლიათ, ერთმანეთისაგან ცუდისა და კარგის გარჩევა, ყოველდღიურად აკვირდებიან საზოგადოებას, ოჯახებს, აფასებენ არსებულ ვითარებას, ოჯახის წევრთა თანადგომას და ამ ყველაფრისგან იქმნიან მათთვის მისაღებ ოჯახის მოდელებს“.


ფოტოზე: ანა ვარამაშვილი

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

მთავარ ფოტოზე: დიანა ბაქრაძე

ავტორი: თამარ კურატიშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
გელა თიგიშვილი 2012 წლამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი
იდენფიცირება
გელა თიგიშვილი 2012 წლამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენფიცირება
21:30 / 25.05.2020
სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და
სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული
სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული
20:54 / 25.05.2020
ფინკა ბანკი მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ძლიერი ფინანსური
ინსტიტუტია, რომელიც
ფინკა ბანკი მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც
18:58 / 25.05.2020
ონლაინ სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
ონლაინ სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
15:12 / 25.05.2020
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20 წალმდე ახალგაზრდებს,
რომლებიც ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20 წალმდე ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტში.
14:55 / 25.05.2020
ვიდეორეპორტაჟი
ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.

გორის მეათე საჯარო სკოლაში შეჭირვებულ ოჯახებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები

გორის ჰოსპიტალს პირველადი მოხმარების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს

უკვე 12 წელია კასპელები სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგავსაყრელის სხვა ადგილზე
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქრისტეს აღდგომის მახარობლები გორის სასაფლაოზე (VIDEO)
ჩემო ძვირფასებო, იყავით სახლში და იყავით მშვიდად, თქვენს გასაკეთებელს,
,,ზოგჯერ მკურნალთა ხელშია ჩვენი ცხოვრება" - მეუფე ანდრია (გვაზავა)

,,ქრისტიანული თავგანწირვა არ ნიშნავს ფანატიზმს, ბრიყვულ თავდაჯერებულობას, რომ მე არაფერი დამმემართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.