რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ხოჯევანიშვილის ,,მწვანე ბარათები" რუსეთის ბაზარზე
2019 წლის ზაფხულში, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა. მშობლიურ სკოლაში მოსწავლეებს ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზარი.

შიდა ქართლის გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს არ უთქვამს, რომ ის გუბერნატორად დანიშვნამდე წარმოადგენდა კომპანიას, რომელიც გადაზიდვებს რუსეთში აწარმოებდა. უფრო მეტიც, 2014-2018 წლებში ის რუსეთის ერთ-ერთი დიდი, თათარსტანის მხარის დედაქალაქის, ყაზანის საკონდიტრო ქარხნის პარტნიორი იყო.

ვიდეო: გიორგი ხოჯევანიშვილი 1-ელ სკოლაში მოსწავლეებს ევროკავშირის ბაზარზე ესაუბრება



შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა ეს კომპანია. ჩვენს კითხვაზე, რატომ გააკეთა ეს, წერილობით გვიპასუხა, რომ გუბერნატორად დანიშვნისას ამ კომპანიების მეწილე აღარ იყო. თუმცა, დოკუმენტი სხვა რამეს მეტყველებს.

გიორგი ხოჯევანიშვილი გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. იმავე თვის 23 აგვისტოს კი, გიორგი ხოჯევანიშვილმა ,,ვესტ - ლოჯისტიკი" დატოვა. 2018 წლის ოქტომბრის დეკლარაციაში კი, ეს კომპანია მითითებული არ აქვს, რატომ?



საქმე ეხება კომპანია ,,ვესტ ლოჯისტიკს“ (WEST logistics), რომელიც ჯერ გუბერნატორის ძმამ - ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სხვა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა, შემდეგ კუთვნილი 15% გიორგი ხოჯევანიშვილს გადაუფორმა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა წილი მაშინ დათმო, 2014 წლის დეკემბერში, როდესაც შს სამინისტროში დაიწყო მუშაობა.

გიორგი ხოჯევანიშვილი კი, წილს 2018 წლის 23 აგვისტომდე ფლობდა.  ეს კომპანია 2013 წელს დაფუძნდა შემდეგი შემადგენლობით: მინდია საბანაძე - 27%; ალ.ხოჯევანიშვილი - 15%; ვასილ გეფერაძე - 5%; ალ. გვარიშვილი - 53%; კომპანია ..ვესტ ლოჯისტიკსი“ განთავსდა თბილისში, კოსტავას 47-ში.

დაფუძნებიდან ცოტა ხანში ყველაზე მსხვილმა მეწილემ ალექსანდრე გვარიშვილმა წილი 53% გაუყო რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს, ყაზანის საკონდიტრო ქარხნის დირექტორს მარატ ტუხვატულინს. მარატ ტუხვატულინი თათარსტანის ერთ-ერთი მსხვილი, კანფეტების და შოკოლადების ქარხნის დირექტორია.



უხვატულინი 2018 წლამდე გიორგი ხოჯევანიშვილი პარტნიორი იყო. გუბერნატორი გვწერს, რომ პარტნიორების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.

,,სატრანსპორტო კომპანია ვესტლოჯისტიკი სოფლის მეურნეობის პროდუქციის (სეზონური ხილი და ბოსტნეული) გადაზიდვებს უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსიაში ახორციელებდა. პროდუქციის გადაზიდვა საქართველოსთან ერთად თურქეთიდანაც ხორციელდებოდა. კოmპანია დააფუძნა რამდენიმე ბიზნესმმენმა და დარგის სპეციალისტებმა, რომელთა უმრავლესობას საქართველოს მოქალაქები წარმოადგენდნენ, ასევე, მათ შორის იყო, რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თავად გამოთქვა ინტერესი აღნიშნული საქმიანობაში ჩართვისა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მხოლოდ 15%-იან წილს ვფლობდი, ნაკლებად ვიყავი ჩართული კომპანიის მენეჯმენტში და შესაბამისადაც, არ ვიღებდი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას პარტნიორების შერჩევასა თუ მათთან მოლაპარაკებებში. გეტყვით იმასაც, რომ ჩემი კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში სულ რამდენიმე წელი ვფლობდი აღნიშულ წილს. ამჟამად, კომპანიის საქმიანობა შეჩერებულია და შესაბამისად, გადაზიდვები აღარ ხორციელდება.” - აღნიშნავს გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.  მან ეს კომენტარი წერილობით გამოგვიგზავნა.

რატომ შეუჩერდა ,,ვესტ ლოჯისტიკსის“  ბაზარზე გადაზიდვები

2017 წლის დეკემბერში, ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციამ (ECMT), სატვირთო გადაზიდვების მრავალმხრივი კვოტების გადანაწილების შესახებ, 2018 წლის ნუსხა წარადგინა. ამ ნუსხის მიხედვით, ,,ვესტ ლოჯისტიკს“-ს რუსეთისკენ ტვირთების გადაზიდვის კვოტა მიანიჭეს. 6 კვოტიდან 2 კვოტა რუსეთის მიმართულებას ეკუთვნოდა.

მომდევნო წელს, 2018 წლის 30 აპრილს, ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომის მოწვევა შემდეგმა გარემოებამ გამოიწვია. 2018 წლის 20 აპრილის მონაცემებით რეესტრში არსებული 300 გადამზიდველი კომპანიიდან 176 გადამზიდველს, დარღვევების თაობაზე, გაფრთხილების ოქმები შეუდგინეს. ყველა გადამზიდველს დარღვევების შესახებ ტელეფონის საშუალებით ეცნობათ და დაავალეს, რომ გაფრთხილების წერილები ოფიციალურად ჩაებარებინათ.

გაფრთხილების წერილების საფუძველზე, ,,ვესტ ლოჯისტიკს" ორკვირიანი ვადა, სააღრიცხვო წიგნის „მწვანე ფურცლების“ წარმოსადგენად, მისცეს.

30 აპრილს, საერთო ჯამში, „მწვანე ფურცლები“ წარადგინა 126 გადამზიდველმა კომპანიამ, ხოლო 6 კომპანიამ, მათ შორის, ,,ვესტ ლოჯისტიკსმა" წერილობითი განმარტება წარადგინა.

30 აპრილის სხდომის ოქმში წერია, რომ ,,ვესტ ლოჯისტიკსმა“ და კიდევ ორ კომპანიამ, რომელთა წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ კომისიაზე გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ დაასაბუთეს „მწვანე ფურცლების“ წარმოუდგენლობის მიზეზი. კომისიამ მათზე გაცემული ECMT ნებართვების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამოქმედდებოდა 2018 წლის 4 ივლისიდან.

თუმცა 4 ივლისამდე კომისის კიდევ ერთი სხდომა გაიმართა. ივნისში შ ახალი გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, 6 გადამზიდავ კომპანიას: შპს ვესტ ლოჯისტიკასა და დანარჩენებს, კვლავ ვადა მისცეს. კერძოდ, მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი განმარტებების განხილვა, (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის მომდევნო სხდომაზე უნდა მომხდარიყო. მომდევნო სხდომაზე მოწვეული იქნენ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები.

,,გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული და უზრუნველყოთ „მწვანე ფურცლების“ დადგენილ ვადებში წარმოდგენა სააგენტოში, რათა მათ საფუძველზე შეკრებილი სრულყოფილი ინფორმაცია ნებართვების გამოყენების შესახებ დროულად იქნეს გადაცემული პარიზში, საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სამდივნოში, გამოყოფილი კვოტების გამოყენების ეფექტურობის ანალიზის მიზნით." - მიმართეს გადაზიდვების კომპანიის ხელმძღვანელებს. 

ამის შემდეგ სახმელეთო სააგენტოს ვებ-გვერდზე ვესტ ლოჯისტიკასთან დაკავშირებით სხვა სხდომის ოქმი აღარაა გამოქვეყნებული.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით
მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ
დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.



„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე


მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე 8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება, ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის პოლიტიკას.


„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა, მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ. ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად, ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე, სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიებს.”

ნინო, თავის ცოდნასა და გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს, რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”

 

 

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.