რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
რას ნიშნავს ,,ხაშურქალაქობა"
ფოტოზე: ადგილობრივი ხელისუფლება 2018 წლის ხაშუქალაქობის დროს

2019 წლის 28-29 სექტემბერს ,,ხაშურქალაქობა" იმართება. ამისათვის, მერიამ 51 ათასი ლარი გამოყო. ჩვენს მიერ მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სტუმრებს ბიუჯეტის ხარჯზე მოემსახურება.

მაგალითად, ლიეტუვას დელეგაციას ხაშურის ხელისუფლება თბილისის აეროპორტში დახვდება, ოღონდ, ხაშურქალაქობამდე 2 დღით ადრე.

26 სექტემბერს ლიეტუვას დელეგაცია თბილისს დაათვალიერებს. სასტუმროში განთავსება ადგილობვრივ მუნიციპალიტეტს 5 880 ლარი დაუჯდება.

27 სექტემბერს სტუმრებს პრომეთეს მღვიმეში ექსკურსიაზე წაიყვანენ. დელეგაციის 16 წევრს 2 გამყოლი ეყოლება. დღის ბოლოს ვახშამი გაიმართება და სუფრას 5 პერსონა მიემატება.

28 სექტემბერი

28 სექტმბერს დელეგაციის 28 წევრი ხაშურში ჩავლენ. ხაშურის მერიის ცნობით, ხელისუიფლება 5 ქვეყნიდან 28 სტუმარს ელოდება. თუმცა, დანარჩენ ხუთი (ბელორუსია, ლიეტუვა, ლატვია, უკრაინა, პოლონეთი) ქვეყნის სტუმარს რატომ არ მოემსახურებიან ანალოგიურად, ჯერ პასუხი არა აქვთ.

,,ხაშურქალაქობაზე" დელეგაციის წევრებს გადასცემენ 2600 ლარის ღირებულების საჩუქრებს.

ორი დღის განმავლობაში, სტუმრები დაათვალიერებენ სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოტანილ პროდუქტებს, ადგილობრივი მეწარმეების დამზადებულ ნაწარმს. თუმცა, მათთვის ჰონორარი გათვალისწინებული არ არის.

საღამოს შეაჯამეს ,,ღამის შოუს" სტუდიის ბენდი, რომელიც ტელეკომპანია ,,იმედის" შემოქმედებით ჯგუფს წარმოადგენს. ბენდს ხაშურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 250 ლარს გადაუხდის.

„ღამის შოუს“ ბენდი „ხაშურქალაქობა 2019“-ისთვის 28 სექტემბერს წარსდგება ხაშურელი მაყურებლის წინაშე.

სატრენდერო მოთხოვნებში პირდაპირ არის მითითებული რომ „მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ერთი ქართული ჯგუფის ჩამოყვანა კონცერტისთვის, რომლის შემადგენლობაშიც იქნება არანაკლებ 7 წევრი ( 2 ვოკალისტი გოგო, 1 ვოკალისტი ბიჭი, 4 ინსტრუმენტალი: დრამი, კლავიში, ბასი, გიტარა), ჯგუფი უნდა იყოს საქვეყნოდ ცნობილი, პოპულარული, სასურველია პოპულარული სატელევიზო შოუს მუსიკალური გამფორმებელი“- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

29 სექტემბერი

29 სექტემბერს, დღესასწაულის მომდევნო დღეს, ბელარუსიის, პოლონეთის, ლიეტუვიის და ლატვიის დელეგაციებს რაბათსა და ბორჯომში ექსკურსიაზე წაიყვანენ.

ბორჯომში პარკსა და რაბათის ციხეზე ბილეთები 21 კაცზეა გათვლილი 4 გამყოლით. თუმცა, ბორჯომ-ხაშურის გზაზე რესტორანი 30 პერსონაზე გაიშლება. იმავე დღეს, სურამში ლესიაობის საზეიმო ბანკეტი გაიმართება, რომელიც 40 პერსონაზეა გათვალისწინებული. ბანკეტი იქნება მუსიკალური გაფორმებით, რომლის ღირებულება 1 400 ლარია. საექსკურსიო ბილეთებისა და ექსკურიის შემდეგ სადილობისთვის საერთო ჯამში დაიხარჯება 2 798 ლარი, თანხა ადგილობრივიი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

დღის ბოლოს, 29 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტი ოფიციალურ ვახშამს გამართავს 85 კაცზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 060 ლარი დაიხარჯება.

„ხაშურქალაქობა 2019“ ორგანიზებისთვის ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის და ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრების გაერთიანებამ გამოაცხადა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.