რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მარეკ დუდაევის მკვლელობაში მსჯავრდებული ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა
მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებული ვიაჩესლავ კაზიევი (ყაზიევი) ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ექიმებმა გარდაცვალების მიზეზად თრომბი დაასახელეს.

34-წლის ვიაჩესლავ ყაზიევი 2018 წლის მაისში ცხინვალის მილიციას ჩაბარდა. 

მარეკ დუდაევი 2018 წლის 16 იანვარს სოფელ ზემო არცევში მოკლეს. დუდაევის ყოფილი მეუღლე მარფა ვაზაგოვა მკვლელობას შურისძიებას უკავშირებდა. მისი თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს წარსულში მარეკთან კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა რა კონფლიქტი, არ ახსენა.

,,მკვლელს ეშინოდა მარეკის, მივიდა ფერმაში და უკნიდან ესროლა" - განუცხადა ცხინვალელ ჟურნალისტებს.

დუდაევს სამი ტყვია ესროლეს, ორი - თავში აქვს მოხვედრილი. ცხედარი ყოფილი კლუბის შენობაში ნახეს.

სოფელი არცევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშს ემიჯნება.

მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლების ძალოვნებმა, დივერსიული აქტის მოწყობის ბრალდებით, დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და 2013 წელს დე-ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.