გიგა მაქარაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ერთი წელი გავიდა
გიგა მაქარაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ერთი წელი გავიდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოძიება, სწორედ, ამ მუხლით დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ გამოძიება ჭიანურდება და ამ დრომდე არ დაუბარებიათ არც სასამართლოში და არც პროკურატურაში. მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები გორის მერსა და მისი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს მფარველობენ.

ცნობისათვის, 2018 წლის 10 ოქტომბერს გიგა მაქარაშვილი და სხვა აქტივისტები მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ მერის გადადგომას იმ მიზეზით, რომ მერმა კოტე თავზარაშვილმა დევნილთა დასახლებაში მიუღებელი განცხადება გააკეთა.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, მაქარაშვილს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თავზე ვედრო ჩამოამხო, რაც დააფიქსირა ტელეკომპანია ,,დიას" კამერამ. ფაქტთანდ დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გორის მერიის
წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის თანახმად, ჩატარდა, რაც გულისხმობს “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, გიგა მაქარაშვილს არ დაუდგინდა სულიერი ტკივილის მიყენება და პროკურატურამ საქმე ამ მუხლით შეწყვიტა. გიგა მახარაშვილი ითხოვს, რომ თემურ მანველიშვილი დაისაჯოს შესაბამისი მუხლებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
უძველესი ტრადიცია აღდგა. მდინარე მტკვარზე, სადაც მე-19 საუკენეში გორიდან უფლისციხემდე
რადიო სოფლის დამსახურებულ პედაგოგსა და სკოლის ყოფილ დირექტორს, გიორგი მარიამიძეს ჰქონდა ჩართული.

სიმართლე გითხრათ, ჩვენც დიდი სიამოვნებით ვივლით ველოსიპედით, რომ არ იწვევდეს ეს ფაქტი გარკვეულ უხერხულობას"

გასული თვის პოპულარული სიახლეები
ნუგი ახალკაცი - ომის დროს დაღუპული 16-წლის ბიჭის ამბავი
ტრაგიკული ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ თორტიზაში მცხოვრებ ნანა ახალკაცის ოჯახს დაატყდა. ბებიასთვის
ომის ფოტოისტორია - ზაზა და თამაზ გოგიშვილები ზემო ხვითიდან
ფეხებით გვდგებოდნენ, სიგარეტის ნამწვს გვაყრიდნენ ზევიდან, „მაიკა“ სულ ამომწვარი იყო. გადავტრიალდებოდი და ისე ვაგდებდი სიგარეტის ნამწვებს
ამავე კატეგორიაში
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის
ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
12:54 / 15.10.2019
უძველესი ტრადიცია აღდგა. მდინარე მტკვარზე, სადაც მე-19 საუკენეში
გორიდან უფლისციხემდე
უძველესი ტრადიცია აღდგა. მდინარე მტკვარზე, სადაც მე-19 საუკენეში გორიდან უფლისციხემდე
20:24 / 13.10.2019
,,ეს ბიჭი არის 26 წლის. არ ყავს მშობლები. ბოლო დრომდე პაპასთან
ერთად ცხოვრობდა. ისიც გარდაიცვალა.
,,ეს ბიჭი არის 26 წლის. არ ყავს მშობლები. ბოლო დრომდე პაპასთან ერთად ცხოვრობდა. ისიც გარდაიცვალა.
11:37 / 10.10.2019
რადიო სოფლის დამსახურებულ პედაგოგსა და სკოლის ყოფილ დირექტორს,
გიორგი მარიამიძეს ჰქონდა ჩართული.
რადიო სოფლის დამსახურებულ პედაგოგსა და სკოლის ყოფილ დირექტორს, გიორგი მარიამიძეს ჰქონდა ჩართული.
18:29 / 06.10.2019
სიმართლე გითხრათ, ჩვენც დიდი სიამოვნებით ვივლით ველოსიპედით, რომ
არ იწვევდეს ეს ფაქტი გარკვეულ უხერხულობას

სიმართლე გითხრათ, ჩვენც დიდი სიამოვნებით ვივლით ველოსიპედით, რომ არ იწვევდეს ეს ფაქტი გარკვეულ უხერხულობას"

23:45 / 30.09.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.