რედაქტორის რჩევით
კალენდარი
,,ვითხოვდით საკეისრო კვეთას" - აცხადებს ხაშურში გარდაცვლილი მშობიარე ქალის დედა
ხაშურში „ევექსის“ კლინიკაში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახის წევრები დედა-შვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ.

40 წლის მშობიარე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სურამიდან ხაშურის საავადმყოფოში გუშინ საღამოს შეიყვანა. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ოჯახი საკეისრო კვეთას ითხოვდა, თუმცა მედიკოსებმა ფიზიოლოგიური მშობიარობა გადაწყვიტეს, რის გამოც დედაც და ჩვილიც გარდაიცვალა.

„შევიყვანე საავადმყოფოში, არავინ პასუხს მცემდა, სანამ არ დამძიმდა. როდესაც ჩემი შვილი ვნახე, მეხვეწებოდა წამიყვანე აქედანო, მაგრამ უკვე გვიან იყო. ჩვენ საკეისროს ვითხოვდით, მაგრამ არ გაუკეთეს. ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროსო. ჩვენ სხვა საავადმყოფოში გადაყვანას ვითხოვდით. სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. შვილი მომიკლეს, მეტი რაღა ვთქვა. ოთხი ობოლი დატოვა“-აცხადებს გარდაცვლილის დედა.

40 წლის ქალის ოჯახის წევრები იმ ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვენ, რომლებმაც მშობიარე მიიღეს.

„ექიმი ლია გელაშვილიდან დაწყებული, რუსუდან თხელიძე, საავადმყოფოს დაცის წევრებიც, ყველა მოიხსნას და სამსახურის გარეშე დარჩეს. ხაშურის საავადმყოფოში ყოველთვის ასეთი შემთხვევები ხდება, ყოველდღე ვიღაცა იღუპება. სხვამაც ჩვენი ოჯახის ბედი რომ არ გაიზიაროს, ან ექიმები გამოცვალონ, ან საერთოდ დაიხუროს ეს საავამდყოფო.“- აცხადებს გარდაცვლილი 40 წლის ქალის ოჯახის წევრი.

რუსუდან თხელიძე აცხადებს, რომ ის სამუშაოზე არ იმყოფებოდა და კონკრეტულად მის წინააღმდეგ ოჯახი არასწორ ინფორმაციას ფლობს.  რაც შეეხება დანარჩენ ექიმებს, ჯერ-ჯერობით, მათი პოზიცია უცნობია.

მშობიარე ქალი დაბა სურამში ცხოვრობდა. მას 4 შვილი დარჩა.

„40 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა საავადმყოფოში. დაიწყო ფიზიოლოგიური მშობიარობა, თუმცა წარმოიშვა პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მედიკოსებმა ბავშვის ნაადრევად გადმოყვანის მიზნით საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც“ -უთხრეს Qartli.ge-ს კლინიკიდან.

ადმინისტრაციის ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. ლიცენზია შეუჩერდა კონკრეტულ მედიკოსებს:

„ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა. „ აცხადებენ კლინიკაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპორტის განყოფილების გაუქმების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი
მოქალაქე მერს უპირისპირდება.

სპორტის განყოფილების გაუქმების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე მერს უპირისპირდება.

10:53 / 25.09.2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური სპეცოპერაცია
ჩაატარა. საქართველოს მოქალაქეებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი
და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ ბრალად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური სპეცოპერაცია ჩაატარა. საქართველოს მოქალაქეებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ ბრალად.

10:43 / 25.09.2026
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ხალხმრავალ ადგილთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაშავებული პირი
სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ხალხმრავალ ადგილთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
19:44 / 24.09.2026
ბაზრის ადმინისტრაცია გადასახადის მატებას ქვეყნის ეკონომიკურ
მდგომარეობას უკავშირებს. მოვაჭრეები ალტერნატივის გარეშე რჩებიან და
შიშობენ, რომ იჯარის ზრდა პროდუქტების ფასებზეც აისახება.
ბაზრის ადმინისტრაცია გადასახადის მატებას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს. მოვაჭრეები ალტერნატივის გარეშე რჩებიან და შიშობენ, რომ იჯარის ზრდა პროდუქტების ფასებზეც აისახება.
19:06 / 24.09.2026
სკვერში, სადაც მმართველი გუნდის კრიტიკის გამო მუსიკალური ღონისძიება
გაუქმდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი საკრებულოს თანამშრომლებს დავით
აღმაშენებელზე ესაუბრება.
სკვერში, სადაც მმართველი გუნდის კრიტიკის გამო მუსიკალური ღონისძიება გაუქმდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი საკრებულოს თანამშრომლებს დავით აღმაშენებელზე ესაუბრება.
16:04 / 24.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.