რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ტახტისძირში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტზე გამართლებული პირი ისევ დააკავეს
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობის ადგილიდან ამოღებული 3 მასრა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან ამოღებული მასრა და მისივე სახლის საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოღებული 7 ცალი მასრა გასროლილია ბრალდებულის ნაკვეთიდან ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან.

ამის შესახებ დასკვნა სასამართლოზე წარადგინეს. დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე გორის სასამართლოს მიერ გამართლებული ბრალდებული ისევ დააკავეს.

სასამართლომ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ბრალდებულის სახლიდან და ეზოდან ამოღებული საბრძოლო მასალები კავშირშია მკვლელობის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებებთან.

საქმე ეხება სოფელ ტახტისძირში მომხდარ მკვლელობას. 2017 წლის 11 ივნისს დედა-შვილი მოკლეს, ორივე ქალი. სამართალდამცავების ცნობით, 66 წლის ნაზი ჯალაბაძისა და 31 წლის მერი ჯაფიაშვილს თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ ნასროლი. სხეულზე აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანების, ცემის კვალი. არცერთს არ აღენიშნებოდა სექსუალური ძალადობის ნიშნები.

მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ, საბრძოლო მასალები იპოვეს ამავე სოფელში მცხოვრებ პიროვნებასთან და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ სახლის ეზოში და ნაკვეთში ამოღებული იარაღის ნაწილები არ შეიძლება ჩაითვალოს მკვლელობის იარაღად, რადგან ეს სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს და, შესაძლოა, ომის დროს იყოს დარჩენილი.

2018 წლის 31 მარტს გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული გაამართლა, რადგან საბრძოლო მასალაზე დნმ-ის ნიმუში არ დაემთხვა.

მკვლელობამდე რომ ბრალდებულის ოჯახში იარაღი ინახებოდა, ამას ერთ-ერთი მოწმე აცხადებს. მისი განმარტებით, მკვლელობიდან ერთი თვით ადრე, 2017 წლის მაისში, დაახლოებით 01:00 საათზე, ბრალდებულის სახლიდან გაიგონა ხმამაღალი საუბარი. ესმოდა, თუ როგორ უხსნიდა და ასწავლიდა იგი ახლად მოყვანილ მეორე მეუღლეს იარაღიდან გასროლას. გაიგონა კიდეც სამჯერ გასროლის ხმა. მოწმემ ბრალდებულის სახლის მხრიდან ბოლოს 2017 წლის გაზაფხულზე გაიგონა ავტომატიდან 7 თუ 8 გასროლის ხმა.

მოწმის თქმით, როდესაც სახლში იმყოფებოდა ბრალდებული, სწორედ მაშინ ისმოდა გასროლის ხმა როგორც ავტომატიდან, ისე - პისტოლეტიდან.

ბრალდებულის დედამ და ბებიამ დაადასტურეს საცხოვრებელი სახლისა და ნაკვეთის ჩხრეკებში თავიანთი მონაწილეობა და პოლიციის თანამშრომლების მიერ თითოეული ამოღებული ნივთის პოვნის ფაქტი, თუმცა განაცხადეს, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი მათ არ ეკუთვნით და არც შეუნახავთ.

სხვა მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 13 ივნისს მათი ავტომანქანით დატოვა სოფელი ტახტისძირი. გზაში განუცხადა მათ, რომ მომხდარი მკვლელობის გამო პოლიცია გაჩხრეკდა ყველაფერს და თუ ვინმეს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, უნდა გადაემალა, თვითონაც გადამალა, რაც გააჩნდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.