რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,მაშინ იყო სკატინა!" - ვინ იტაცებდა ძამას ხეობის ოსური სოფლებიდან საქონელს?
,,მილიციის თანამშრომლები ეხლა ვიცი რაც არიან და როგორებიც არიან, მაგრამ მაშინ იყო ,,სკატინა", არაადამიანი იყო. 5 სული რომ მიგყავს შე კაი ადამიანო, მოვიპარე? წავართვი ვინმეს? მე რომ აქ ვყოფილიყავი, ვერ წაიყვანდნენ. დედაჩემი იყო სახლში, 80-წლის. ერთს დავაკვლევინებდი, 4-ს დავიტოვებდი" - ეს სიტყვები ეკუთვნის ფარიზეთ თოთროევს, რომელიც გასულ წელს qartli.ge-მ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანში ჩაწერა.

ინტერვიუს დროს, ფარიზეთ თოთროევმა გაიხსენა, რომ 90-იან წლებში მისი სოფლიდან საქონელი გაიტაცეს ჯგუფის წევრებმა, რომელსაც ,,სკატინა" ხელმძღვანელობდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებისას ფარიზეთ თოთროევი თბილისში მუშაობდა და იქ ცხოვრობდა. სოფელში მხოლოდ მისი მოხუცებული დედა იყო. ერთ დღესაც მის სახლში არაფორმალური დაჯგუფების წევრები მივიდნენ და საქონელი გასტაცეს.



ვინ იყო და არის ,,სკატინა" - ქართულად ,,საქონელი"

ფარიზეთ თოთროევთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ qartli.ge ცდილობდა გაერკვია ვინ იყო ე.წ. სკატინა, თუმცა ქარელში ბევრი ამ თემაზე საუბარს ერიდებოდა. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის გაზეთშიც ვიკითხეთ. გვითხრეს, რომ გაუგიათ სახელი ,,სკატინა", თუმცა არ იცოდნენ, ვინ იყო.

90-იან წლებში ძამას ხეობის იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ, საქონლის გატაცების ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ქართლი.ჯისთან ინტერვიუებში საქონლის გატაცებაზე საუბრობდნენ შემდეგ სოფლებში: კლდუ, ლეთეთი (ზემო და ქვემო); აფნისი; იმერხევი, ჩიტიხევი და ა.შ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღართაში კი გვითხრეს, რომ მძარცველები სწორედ ქარელის რაიონიდან მთა-მთა გადადიოდნენ.

,,სკატინა" 29 წლის შემდეგ



ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი აცხადებს, რომ 90-იან წლებში ,,სკატინა" იგივე გივი გოდერძიშვილი მაღალ თანამდებობაზე არ მუშაობდა, მისი ინფორმაციით, ის იყო ჩვეულებრივი თანამშრომელი, რომელიც ალბათ სწორედ იმ ჯგუფის წევრი იყო, რაზეც მოსახლეობა საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ მოიძიებენ გივი გოდერძიშვილის ბიოგრაფიას და დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიან.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბერში, ქარელში სახელი ,,სკატინა" კიდევ ერთხელ ამოტივტივა. გაიტაცეს რუსი ,,ჰაკერი", რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა.

ინფორმაცია ჰაკერის გატაცების შესახებ პირველად qartli.ge- ზე გამოქვეყნდა. ,,ჰაკერი" ქარელში 2017 წელს რამდენიმე პიროვნებამ გაიტაცა და ფული გამოსძალა. ის ჯერ დაატყვევეს, შემდეგ აწამეს. აღნიშნულ საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ერთ-ერთი ეთნიკური აზერბაიჯანელი. მას ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი იცავს.

2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში წარმოშობით ქარელელ ადვოკატს ქამრალ ამჯანოღლის პროკურატურამ პრობლემები შეუქმნა. თითქოსდა ადვოკატმა საპყრობილეში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს. ქამრალ ამჯანოღლი საქმეს ჩამოსცდილდა და აცხადებს, რომ სწორედ ეს მიზანი ჰქონდა პროკურატურას.

ქამრან ამჯანოღლი აცხადებს, რომ საქმეში პოლიციის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ და საქმიდან მისი ჩამოცილება სურთ. 2019 წლის 24 ოქტომბერს რუსი ,,ჰაკერი" შს სამინისტროში დაკითხეს და დაასახელა ის ორი პოლიციელი, რომელიც მისი გატაცების საქმეში გიფურირებენ. ერთ-ერთი სწორედ ,,სკატინაა".

იხ. ამავე თემაზე: ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.