რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ანტონ სულავას ქუჩის პრობლემა - ხაშური
ხაშურში, ანტონ სულავას ქუჩის მცხოვრებლები სანიაღვრე არხის მოწყობასა და ასფალტის დაგებას ითხოვენ. მათი თქმით, ქუჩა, სადაც 30-მდე ოჯახი ცხოვრობს მცირედი წვიმის დროსაც კი იტბორება და გავლა შეუძლებელია. მოსახლეობა ხაშურის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

,,ვითხოვთ პრობლემის მოგვარებას. წვიმის დროს ქუჩაში ვერ გახვალ ისეთი ტალახი და გუბეებია. ღობეზე უნდა დაეკიდო, იწვალო და როგორღაც ასე თუ გახვალ. გუბეები წყლით რომ გაივსება, შემდეგ ჩვენი სახლის ეზოებში შემოდის. ასე ვართ უკვე 6 წელია. ’’ - გვიყვება მურად ბირკაძე, რომელიც სულავას ქუჩაზე ცხოვრობს.

სულავას ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ხაშურის მერიას პრობლემის მოგვარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა არავინ დაინტერესებულა. ხოლო თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

,,პრობლემის მოსაგვარებლად 3-ჯერ მივწერეთ. ისინიც წერილობით გვპასუხობენ და სულ ესაა. საქმეს არავინ აკეთებს. ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში მოგვწერეს, თქვენს მიერ განცხადებაში დასმული საკითხი კონტროლზეა აყვანილი და თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად სათანადო ღონისძიებების დაფინანსების საკითხიც განიხილებაო. მერე ისევ მივწერეთ. იმავე წლის ნოემბერში მოგვწერეს ხომ უკვე დაგიბრუნეთ პასუხიო? 2017 წელს მესამედაც მივწერეთ და ზუსტად იგივე პასუხი მოგვწერეს, რაც 2016-ში. ყველა წერილზე ერთი და იგივე პასუხი გადაიწერეს. გაკეთებული საქმე კი არ ჩანს. სულ 300 მეტრია ეს ქუჩა და რა გახდა ამისი მოწესრიგება?!’’ - კითხულობს მურად ბირკაძე, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ხაშურის მერია 2019 წელსაც არ აპირებს მათ ქუჩაზე გზის დაგებას.

ხაშურის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ქალაქში გზის მოასფალტების ყველა პროექტი შეჩერებულია. მიზეზად კი 2020 წლისთვის დაგეგმილი წყლისა და კანალიზაციის პროექტი დაასახელეს, რომელმაც მთელი ქალაქი უნდა მოიცვას.
,,ამ ეტაპზე ვერც ერთ ქუჩაზე ასფალტს ვერ დავაგებთ. იცით რომ 2020 წლიდან ხაშურში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური პროექტი იწყება და ახლა რომ ჩვენ ასფალტი დავაგოთ რამდენიმე თვეში პროექტის დაწყების გამო ისევ უნდა აყარონ და გადათხარონ. ეს კი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ჩაგვეთვლება. სანიაღვრე არხსაც ვერ გავაკეთებთ, რადგან ეს გზის დაგების შემადგენელი ნაწილია. თუმცა ინფრასტრუქტურის სამსახურს საქმის კურსში ჩავაყენებთ და ადგილზე გაეცნობიან თუ რისი გაკეთებაა ამ ეტაპზე შესაძლებელი’’ - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

მერიის პრესსამსახურთან საუბრის შემდეგ ორი დღე გავიდა, თუმცა ამ დრომდე ანტონ სულავას ქუჩაზე მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად და მითუფრო მოსაგვარებლად არავინ გამოჩენილა. ხოლო თუ ამინდის პროგნოზიც ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლებასავით არ ცრუობს, მაშინ ხაშურში მთელი კვირის განმავლობაში უნდა წვიმდეს, რაც სულავას ქუჩის მაცხოვრებლებისთვის სერიოზული პრობლემაა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.