ახალი ამბები
გორის პროკურორისა და პოლიციის უფროსის ფარული შეხვედრა თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე
დღეს, საღამოს, გორის სასამართლოს შენობის წინ, შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსნების მობილიზება შეინიშნებოდა. სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, თორნიკე მარსაგიშვილი, ასევე, გორის შს სამმართველოს მაღალჩინოსნები 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, პროცესის დასრულებას ელოდებოდნენ.

სოფელ ხელთუბანში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის საქმეზე დაკავებული, 50 წლის ზვიად კოჩუაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე იხილებოდა.

პროცესი 19:30 სთ-ზე დასრულდა. სხდომის დამთავრების შემდეგ, პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა გვითხრა, რომ დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდებულს საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს.

სასამართლოს შენობიდან გასულ პროკურორის მიმართულებით კი, საქმის ვითარების გასარკვევად, პოლიციის მაღალჩინოსნები გაემართნენ - ,,ნანა, რა ხდება?"



ფოტოზე: შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მანქანა პროკურორის მოლოდინში


50-წლის მამაკაცი, რომელიც 20-წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე 2019 წლის თებერვალში დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულმა 12 თებერვალს სასამართლო პროცესზე განაცხადა. 50-წლის მამაკაცი სოფელ ხელთუბნიდანაა, როგორც ირკვევა, ის გარდაცვლილის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის მეზობლად ცხოვრობს.

პროკურატურის მტკიცებით 2018 წლის 6 ივლისს, ღამის 2-ის 25 წუთზე, სოფელ ხელთუბნის გზაზე მიმავალმა მამაკაცმა, რომელიც ,,მერსედესის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა და გადაუარა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკე მერებაშვილს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, ხოლო ადვოკატებმა მოსამართლეს პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს.

,,6 თებერვალს მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდა, რომ თორნიკე მერებაშვილი გარდაიცვალა ავარიის, მანქანის გადავლის შედეგად." - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

„ეს ადამიანი არსად მიმალულა. სოფელ ხელთუბანში, საკუთარ ბაღში მუშაობის დროს. დააკავეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, იმ დღეს, როდესაც მწოლიარე მამაკაცი ნახა ტრასაზე, თვითონ დარეკა სასწრაფოში და პოლიციაში და შველა ითხოვა. მომხდარის ადგილზე მისვლის და დათვალიერების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა ის სახლში უპრობლემოდ გაუშვეს, ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა მოტეხილობა, ფილტვებში ინსპირაცია და იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დაკავების შემდეგ ითხოვდა ადვოკატთან შეხვედრას და გასაუბრებას, რაც რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს პოლიციის თანამშრომლებმა, მე მაქვს კითხვა, რატომ არ დაგვირეკეს მაშინვე ადვოკატებს? ამის მიზეზი დღემდე გაურკვეველია, რას აკეთებდა პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში? ვითხოვთ, რომ პატიმრობის სანაცვლოდ 5000-ლარიანი გირაო შეეფარდოს დაკავებულს“- განუცხადა მოსამართლეს ადვოკატმა სულხან კაპანაძეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. თორნიკე მერებაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

,,საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ.-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს." - აღნიშნულია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი მოკლულია. ამის თაობაზე აქციები გაიმართა და თანასოფლელებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.


2019 წლის 21 ოქტომბერს, მშობლებმა პრემიერთან შეხვედრა სცადეს. თორნიკე მერებაშვილის დედა და მამა ხელთუბნიდან სპეციალურად მეზობელ სოფელ კვარხეთში მივიდნენ.

პოლიციის თანამშრომლებმა ისინი შემოსაზღვრული ღობის შიგნით არ შეუშვეს. მშობლებს, შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პრემიერთან გასაუბრება სურდათ. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კვარხეთში ფერმერებს ხვდებოდა. მშობლები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი შვილი მანქანის დაჯახების შედეგად არ გარდაცვლილა. საბოლოოდ, მშობლებმა პრემიერთან შეხვედრა მოახერხეს. გიორგი გახარია მათ დაპირდა, რომ საქმეს ობიექტურად გამოიძიებდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით
დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.
13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.
13:27 / 13.05.2021
მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც
ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.

მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.

13:06 / 13.05.2021
აქციის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს
აქციის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს
12:53 / 13.05.2021
ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე
დაწესებული შეზღუდვა.
ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
12:08 / 13.05.2021
ვიდეორეპორტაჟი
ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მივუყვებოდით ტყის ბიზნესის მთავარ ,,მაგისტრალს"" - ამ ხეობაში.
,,ხევები გამოვარდა და ნაშალი ჩამოიტანა'' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა
,,ერედველი ბიჭი ვარო. არ მიშვებდნენო და ღობე გავანგრიეო.
კვლევაში ჩართული ექიმების განმარტებით, "ქირურგიული ნიღბებით სიმღერა ფილტრავს დიდ წვეთებს მთლიანად და აეროზოლებს ნაწილობრივ,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.