რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
,,თრიალეთმა" ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში Qartli.ge-ს უჩივლა
საბა წიწიკაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი - ამის შესახებ გადაწყვეტილება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიღო.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ლელა ლობჟანიძემ qartli.ge-ს რედაქტორს საბა წიწიკაშვილს უჩივლა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლელა ლობჟანიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ qartli.ge გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო შესაძლოა საკრებულოს დეპუტატი „თრიალეთში“ აღარ მიიწვიონ“ დაირღვა ქარტიის 1, მე-5 და მე- 11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა qartli.ge რედაქტორი საბა წიწიკაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურება: ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან საბჭომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიის თანახმად „შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის [ბადრი ნანეტაშვილის] კრიტიკის გამო, საკრებულოს წევრს [ირმა ამბარდნიშვილი] ადგილობრივ ტელევიზიაში [ტელეკომპანია „თრიალეთი“] სავარაუდოდ აღარ მიიწვევენ.

ამის შესახებ ირმა ამბარდნიშვილს „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ლელა ლობჟანიძემ საჯაროდ, სოციალურ ქსელში მას შემდეგ ამცნო, რაც დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ბადრი ნანეტაშვილის ალიანსს ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა“.

განმცხადებელი ლელა ლობჟანიძე პირველ პრინციპს დარღვეულად თვლიდა შემდეგი არგუმენტაციით:

1. „[ჟურნალისტმა] არასწორი ინფორმაცია გაავრცელა იმის მიუხედავად რომ კომენტარში ავუხსენი დეტალები“.
2. „ჩემი განმარტების მიუხედავად სათაურშიც და სტატიის დასაწყისშიც მცდარი ინფორმაცია გამოიტანა“.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. როგორც აღინიშნა სადავო სტატიის სათაური ჩამოყალიბებული იყო შემდეგი სახით „მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო შესაძლოა საკრებულოს დეპუტატი „თრიალეთში“ აღარ მიიწვიონ“. სათაური გვაძლევს შემდეგ ინფორმაციას:

1. პირმა [ირმა ამბარდნიშვილი] გააკრიტიკა მინისტრის მოადგილე [ბადრი ნანეტაშვილი].
2. კრიტიკის გამო შესაძლოა იგი [ირმა ამბარდნიშვილი] ტელევიზიაში არ მიიწვიონ. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რომ ტელევიზიაში არ მიწვევა მოცემულია არა დადასტურებული ფაქტის სახით, არამედ როგორც ალბათობა.

მოპასუხე ჟურნალისტმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა თანახმად 2019 წლის 21 ივნისს, ირმა ამბარდნიშვილმა ფეისბუქ სტატუსში მართლაც გააკრიტიკა ბადრი ნანეტაშვილი. აღნიშნულ პოსტს მოჰყვა დისკუსია კომენტარების სახით ირმა ამბარდანიშვილს და ლელა ლობჟანიძეს შორის, რომელიც თავის მხრივ არის ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ლელა ლობჟანიძე ერთ - ერთ კომენტარში ირმა ამბარდნიშვილს მიმართავს: „დიახ ამის შემდეგ საერთოდ არ გამიჩნდბა სურვილი თრიალეთის ეკრანს გაეკარო მაშინ როცა კვირაში სამჯერ გიწვევდით თავად გმართებს მეტი თავშეკავება და სხვისი წარმატებით დაბოღმილი ისეთ რამეს ნუ დაწერ რომ მერე თავადვე დაზარალდე“. აღნიშნული კომენტარი სრულ უფლებას აძლევდა ჟურნალისტს ევერაუდა რომ შესაძლებელი იყო ირმა ამბარდნიშვილი აღარ მიეწვიათ ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში. აქვე აღსანიშნავია, ჟურნალისტი დაუკავშირდა თავად ლელა ლობჟანიძეს და სთხოვა მისი პოზიციის დაფიქსირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და სტატია შეიცავს ლელა ლობჟანიძის დამატებით კომენტარს, სადაც ის აღნიშნავს „ის, რომ სურვილი მიჩნდება აღარ იყოს ,,თრიალეთის“ ეთერში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე მოხდება. ჩემი გაღიზიანება გამოიწვია ჩვენი ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკისადმი მისმა დამოკიდებულებამ. მანამდე არაერთი პოსტი შემხვდა, სადაც ქ-ნ ირმა აკრიტიკებს საინფორმაციო პოლიტიკას. თუ კვლავაც ასე გააგრძელა, ჩვენც ბუნებრივია შესაბამისი რეაქცია გვექნება“.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ - ჟურნალისტმა ლელა ლობჟანიძის მიერ ფეისბუქზე დაფიქსირებული პოზიცია გააცნო მკითხველს, ასევე გააცნო ლელა ლობჟანიძის დამატებითი კომენტარი/შეფასება და ამით უზრუნველყოს სრული და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ხოლო ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ როგორც დადგინდა ადგილი არ ჰქონდა არაზუსტი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, შესაბამისად არ არსებობდა შესწორების ვალდებულება ან განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საბა წიწიკაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.