გორის სასამართლომ პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
18-წლის კახა წაველიძე გორის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მოსამართლე შალვა კაკაურიძე, სასჯელის ზომის შესახებ, გადაწყვეტილებას 5 დეკემბერს გამოაცხადებს.

მან ისე გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი, რომ სათათბირო ოთახში არც გასულა. დაუჯერა პოლიციის თანამშრომლის (უბნის ინსპექტორების ხელმძღვანელის) გიორგი პატიაშვილისა და ორი მოწმის ჩვენებებს, რომელთა შესაბამისობა ექსპერტიზის დასკვნებთან არ მოდის.

პოლიციის მანქანის ,,გატაცების" საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. ადამიანის
უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი ამბობს, რომ არასასურველი განაჩენების შემთხვევაში, საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება.

მოსამართლე შალვა კაკაურიძე ვერ დარწმუნდა, რომ 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 2 საათზე, ავტობანზე ამოტრიალებულ მანქანის საჭესთან იმ პერიოდში არასრულწლოვანი, 17-წლის კახა წაველიძე იჯდა.


 

2 განსხვავებული ვერსია

ბრალდებულის ვერსიით, ავტომანქანის საჭესთან პოლიციელი გიორგი პატიაშვილი იჯდა. 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 1:30 წთ-ზე გურამიშვილის ქუჩაზე ყოფნისას პოლიციციის მანქანა გაჩერდა. დაუძახა გიორგი პატიაშვილმა და მანქანაში ჩაისვა. გურამიშვილის ქუჩიდან ისინი ცხინვალის გზატკეცილზე გავიდნენ, არსად გადაუხვიეს. ,,გალფის" ბენზისგასამართსადგურთან, შუქნიშნის გავლის შემდეგ, პატიაშვილმა მოუმატა სიჩქარეს. კითხვაზე, თუ სად მიჰყავდა პატიაშვილს არასრულწლოვანი, პასუხად აგრესია მიიღო. ბრალდებულის ჩვენებით, პოლიციელი მას თანამშრომლობას და სხვადასხვა დავალებების შესრულებას სთავაზობდა.

ცხინვალის გზატკეცილის გავლის შემდეგ, ავტომანქანამ ავტობანზე გადაუხვია. პოლიციელმა წაველიძეს შესთავაზა გვირაბთან, სმარტის სუპერმარკეტში გავლა და ყავის დალევა. ამ დროს მათ შორის კამათი მიდიოდა. პოლიციელი კახა წაველიძეს ურტავდა. წაველიძე კი, ცდილობდა თავის დაღწევას. ხელი აუკრა საჭეზე, რის შედეგადაც. პოლიციის მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა, გადაყირავდა და 150-200 მ მანძილზე გაცურდა. საბოლოოდ, მარჯვენა ბორდიურს შეეჯახა.



პოლიციელის ვერსიით, მან კახა წაველიძეს დახმარება და სახლში წაყვანა შესთავაზა. ის ლერმონტოვის ქუჩაზე ბიძის სახლში მიყვანას აპირებდა. მოულოდნელად კახა წაველიძე აგრესიული გახდა და მანქანის გაჩერება მოსთხოვა. მანქანა გააჩერა, გადმოვიდა კახა წაველიძე და გაიქცა. უკან მიჰყვა პოლიციელი. არასრულწლოვანი ხელიდან დაუსხლტა, რომელიც მანქანისკენ მობრუნდა, ჩახტა დაქოქილ მანქანაში და ცენტრალური საკეტი აამოქმედა. პატიაშვილი მანქანას ჩამოეკიდა (ჯერ თქვა ბამპრესზეო, შემდეგ ოდნავ ღია ფანჯარაზეო).

ადვოკატი ლექსო მერებაშვილი აცხადებს, რომ მანქანას გურამიშვილის ქუჩიდან არსად გადაუხვევია, რადგან იმ ქუჩებზე არსებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომელიც ლერმონტოვის ქუჩის სიახლოვიდან ამოიღეს, პოლიციის მანქანას არ გაუვლია. ,,როგორც მანქანა ცხინვალის გზატკეცილზე შევიდა, პირდაპირ გააგრძელა გზა ავტობანისკენ. შესაბამისად, მანქანა არ ყოფილა ლერმონტოვის ქუჩაზე და არ ყოფილა მანქანის გატაცებაც" - ამბობს ადვოკატი.

პროკურორი ია მეფარიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პოლიციელ გიორგი პატიაშვილის ვერსიას ამყარებს მიკროავტობუსის მძღოლების ნაამბობ, თუმცა საქმეში ახლადჩართული პროკურორი (მანამდე საქმეს ნათია კიკალია უძღვებოდა) გვერდს უვლის სათვალთვალო კემრების ჩანაწერებს.





კითხვები, რომელზეც გამოძიებას პასუხი არ აქვს:

1. თუ მანქანამ ლერმონტოვის ქუჩაზე ჩაუხვია, სადაც ავტომანქანის გატაცება მოხდა, რატომ არ ამოიღეს თიბისი ბანკის (წმინდაწყლის ფილიალი) და მის გვერდით მდებარე კომერციული დაწესებულებების (აგროქართლი და ა.შ.) ობიექტების ჩანაწერები? ასევე სუპერმარკეტ ,,ჯიმარტის" სათვალთვალო კამერის ჩანაწერები?

2. თუ პოლიციელი გიორგი პატიაშვილი მანქანის ,,გატაცების" დროს, ლერმონტოვის ქუჩაზე, განწირული ყვიროდა, რატომ არ დაკითხეს ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც სავარაუდოდ ამ განწირულ ყვირილს გაიგებდნენ?

3. თუ ლერმონტოვის ქუჩიდან ,,გატაცებული" მანქანა ყიფიანის ქუჩით ცხინვალის გზატკეცილზე გავიდა, რატომ არ ამოიღეს ამ ქუჩებზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები? მათ შორის მაგთის ოფისის? რატომ არ ჩანს რელიგიური ორგანიზაცია ,,იეჰოვას მოწმეების" სათვალთვალო კამერებში პოლიციელის მანქანა გავლილი?

4. ,,გატაცების" შემდეგ მანქანამ ე.წ. შავ წერტილში გაიარა. რატომ არ დევს საქმეში აქ გავლილი მანქანის კადრები? წმინდაწყალზე ,,შავი წერტილი" იწყება გურამ პაპიტაშვილის ქუჩისა და ცხინვალის გზატკეცილს შორის არსებული კვეთიდან. მთავრდება დევნილთა კოტეჯებთან, სადაც საბავშვო ბაღია. ამ მონაკვეთში დამონტაჟებულია ე.წ. ჭკვიანი კამერები. ჭკვიანი კამერა აფიქსირებს მანქანის საჭესთან მყოფ პიროვნებას, მათ შორის, ღვედით.

5. მანქანის საჭეზე რატომ არ დაფიქსირდა ექსპერტიზით ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა?

6. მანქანის გადამცემ კოლოფიდან რატომ არ ამოვიდა ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა?

7. რატომ არ გამოიკვლიეს წარსულ დღეებში პოლიციელებისა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტი? საიდან იცნობდა პოლიციელი გიორგი პატიაშვილის ბრალდებულს?

8. რატომ არ შეატყობინა პოლიციელმა გიორგი პატიაშვილმა შსს-ს მანქანის გატაცების შესახებ? ელსმენით შეტყობინება ფიქსირდება მხოლოდ 3 სთ-სა და 23 წთ-ზე. ეს მას შემდეგ, როდესაც შემთხვევის ადგილზე qartli.ge-ს ჟურნალისტი მივიდა. დანარჩენი ,,შეტყობინებები" მხოლოდ ქაღალდზე გამოკითხვის ოქმებით არის დადასტურებული.

ადვოკატმა ლექსო მერებაშვილმა დაცვით სიტყვაში კიდევ უამრავი შეუსაბამობების შესახებ ისაუბრა, რომელიც ეხება პოლიციის თანამშრომლის ჩვენებას წინასწარ გამოძიებაში და სასამართლო სხდომაზე მიცემულ, განსხვავებულ ჩვენებებს. ასევე, საგულისხმოა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი და მისი მგზავრი ერთნაირად აღწერენ ბრალდებულს (სიმაღლეს, ასაკს, თვალებს, ცხვირს, თმებს და ა.შ.), რაც ადვოკატის აზრით, გამომძიებლის კარნახითაა დაწერილი. ლექსო მერებაშვილის თქმით, გამოძიება არ უნდა ეწარმოებინა იმ ორგანის, რომლის თანამშრომელიც გიორგი პატიაშვილია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
რეკლამა
ვიდეორეპორტაჟი
,,თბილისური დერბი გორში" - ასე უწოდეს დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივრებმა.
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.

ამ ნაკვეთით სარგებლობისთვის, მაგალითად, 2017-2018 წლებში ,,გეორგია 21-ეს“ გადახდილი აქვს 8,7 ათასი ლარი.

,,ვამხილოთ ფეოდალი მაკრახიძე" - ამ შინაარსის აქცია გორში ,,სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა გამართეს. ,,ვამხილოთ
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორის დღეზე მოცეკვავეები, რომლებიც წვიმიან ამინდში აცეკვეს, წაიქცნენ (VIDEO)
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
,,ერთი ეს მითხარით, ჩემთან რატომ არ გიშვებენ?“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა. - ,,ესე იგი, თქვენთვის საფრთხეა და ჩემთვის არა?
ამავე კატეგორიაში
,,თბილისური დერბი გორში
,,თბილისური დერბი გორში" - ასე უწოდეს დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივრებმა.
17:20 / 08.12.2019
აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი
საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს.
12:37 / 08.12.2019
საღამო სპექტაკლით გაიხსნა, რომელშიც ლევან ოზგებაშვილი მთავარ როლს
თამაშობდა. სპექტაკლის
საღამო სპექტაკლით გაიხსნა, რომელშიც ლევან ოზგებაშვილი მთავარ როლს თამაშობდა. სპექტაკლის
13:31 / 07.12.2019
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას
ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.
21:16 / 03.12.2019
პირველი ადგილის მფლობელს 2020 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილს — 1000
ლარი,
პირველი ადგილის მფლობელს 2020 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილს — 1000 ლარი,
12:39 / 02.12.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.