რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ნინო ბურჯანაძე - მოსკოვში შეხვედრებისას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გამო ადამიანური თანაგრძნობა და შეწუხება დავინახე
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.

როგორც ბურჯანაძე საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს.

„რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია ვისაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის თემასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ცხადია როგორც ამას აკეთებს ხოლმე დიპლომატიური უწყება, გააკეთა ძალიან მოკლე განცხადება შეხვედრასთან დაკავშირებით და ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ძირითადი გზავნილიც დააფიქსირა. რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის თემას, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით. ხვალაც ვაპირებ შემდგომ შეხვედრებზე საუბარს. მივმართე თხოვნით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ იმ პროცესში, რომ ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს. მინდა, დიდი სიამოვნებით გითხრათ, რომ ვარ ძალიან იმედიანად ამ შეხვედრების შემდეგ, რადგან ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არა მარტო ადამიანური თანაგრძნობა და შეწუხება დავინახე ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უფრო როდესაც საქმე ექიმს ეხება, არამედ პოლიტიკურადაც ძალიან ნათლად ესმის რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათი მხრიდან ამ პროცესისთვის და დაჩქარებისთვის ხელის შეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, რაში გამოიხატებოდა რუსეთის ხელისუფლების შეწუხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იყო თუ არა ვადებზე საუბარი, თუ როდის გათავისუფლდება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ბურჯანაძე პასუხობს, რომ უკანონოდ დაკავებულ ექიმს საპატიმროდან მალე გამოუშვებენ.

„მე დრო და საათი ახლა რომც ვიცოდე ზუსტად, მაინც არ გეტყვით და არ დავიწყებდი ახლა ამაზე საუბარს. შემიძლია, გითხრათ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება. ამ წუთისთვის სწორედ ეს განწყობაა და მაქსიმალური ხელშეწყობა ამისთვის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, რუსეთის პოზიციაა, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არის საქართველოს საშინაო საქმე და მოსკოვი ამ საკითხებში ჩარევას არ აპირებს.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს. მე როდესაც მოსკოვში ვარ ან ნებისმიერ სხვა ადგილზე, ყოველთვის ვაყენებ იმ საკითხებს, რაც საქართველოს სახელმწიფოსათვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, ბუნებრივია, საკითხი შეეხო რუსულ-ქართული ურთიერთობის ყველა მტკივნეულ პრობლემას, მათ შორის, რა თქმა უნდა, კონფლიქტების პრობლემასაც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთიდან, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერი დედაქალაქიდან, ხედავენ იმ კრიზისს, რაც საქართველოში ახლა არის – პოლიტიკური კრიზისი და ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე და, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ საკითხებში ჩარევას არანაირად არ აპირებს. რუსულმა მხარემ გამოხატა სურვილი, რომ ნებისმიერი პრობლემა საქართველოს შიგნით გადაწყვეტილიყო დიალოგით, თუმცა ეს მათ არ ეხებათ, რადგან ეს არის საქართველოს საშინაო საქმეები“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრები 6 დეკემბერსაც გაგრძელდება.

„ხვალ იქნება შეხვედრა გრიგორი კარასინთან, ასევე 16:00 საათზე იქნება დუმაში შეხვედრა რუსეთის დუმის პირველ ვიცე-სპიკერთან. ვიზიტი 6 დეკემბერს სრულდება“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის მოადგილის, ანდრეი რუდენკოსა და „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე თავისი დაინტერესება დაადასტურა, მათ შორის იყო ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხიც.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტობანზე, ოკამის მონაკვეთზე, ტრაილერი გზიდან გადავარდა, შსს-ს
ცნობით დაშავებული არავინაა და დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.
ავტობანზე, ოკამის მონაკვეთზე, ტრაილერი გზიდან გადავარდა, შსს-ს ცნობით დაშავებული არავინაა და დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.
17:46 / 11.08.2026
ვეფხია კასრაძე იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს, სოფლის
ევაკუაციას, ძმის დაღუპვას და დედის დაჭრას.
ვეფხია კასრაძე იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს, სოფლის ევაკუაციას, ძმის დაღუპვას და დედის დაჭრას.
15:42 / 11.08.2026
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კატეგორიულად უარყოფს
Facebook-ანგარიშზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის 2023 წელს
რუსეთში იმყოფებოდა, ანგარიში კი ტროლ-ანგარიშად არის შეფასებული.
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კატეგორიულად უარყოფს Facebook-ანგარიშზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის 2023 წელს რუსეთში იმყოფებოდა, ანგარიში კი ტროლ-ანგარიშად არის შეფასებული.
14:23 / 11.08.2026
კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ერთი წლის წინ 13 აგვისტოს
დაიწყო. 2026 წლის 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, თბილისში,
,,ანტენას'' სივრცე, ,,სინათლე მედიის'' მხარდასაჭერ გამოფენას
უმასპინძლებს.
კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ერთი წლის წინ 13 აგვისტოს დაიწყო. 2026 წლის 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, თბილისში, ,,ანტენას'' სივრცე, ,,სინათლე მედიის'' მხარდასაჭერ გამოფენას უმასპინძლებს.
18:51 / 10.08.2026
ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა ავტობანზე. ხურვალეთის
გადასახვევთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა ავტობანზე. ხურვალეთის გადასახვევთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
17:37 / 10.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.