რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ცხინვალი: ,,მათ მიიღეს კარგი გაკვეთილი"
,,სამწუხაროდ, გაფრინდაშვილის გათავისუფლების პირველივე წუთებიდან ჩვენ მოვისმინეთ ,,განმათავისუფლებელთა" შთამბეჭდავი არმიის პათეტიკური გამონათქვამები, მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ამ მოვლენის ცენტრში მოექცნენ, უსინდისოდ გაიკეთეს რეკლამა," - ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

მედოევის სიტყვებს დე-ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

,,რესის" ცნობით, მედოევმა ყურადღება ექიმის მიერ დაწერილ შეწყალების თხოვნის წერილზე გაამახვილა:

,,მიუხედავად ამ პროცესის თავდაპირველი პოლიტიზაციისა, ხოლო მრავალრიცხოვანი "განმათავისუფლებელი არმიის" მიერ გაფრინდაშვილისაგან შექმნილი პოპალისტური ფონისა, ფაქტია, რომ ამ უკანასკნელმა პირადად დაწერა შეწყალების წერილი, რომელმაც მიმართა სახელმწიფოს მეთაურს - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. სასამართლო სხდომის დროს მან ბოდიში მოიხადა მისი ნებაყოფლობითი ქმედებებისთვის და მადლობა გადაუხადა ოსეთის ხელისუფლებას ჰუმანური და პატივისცემული დამოკიდებულებისთვის."

”ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ,,განმათავისუფლებელთა გუნდი" გადაერთვება ახალი წლის აღნიშვნაზე, ხოლო ცნობილი ექიმი გაფრინდაშვილი გააცნობიერებს, რომ ნებით თუ უნებლიეთ, გარკვეული ძალების ხელში პროვოცირების იარაღად იქცა" - აღნიშნა მედოევმა.

მედოევი განმარტავს, რომ ამ სიტუაციამ ქართულ საზოგადოებას აჩვენა, რომ მათ გვერდით არის სრულუფლებიანი სახელმწიფო, ძალაუფლების ყველა ატრიბუტით, მათ შორის კარგად დაცული სახელმწიფო საზღვრით. ,,მათ მიიღეს კარგი გაკვეთილი." - თქვა მედოევმა.

იხ. ამავე თემაზე:

ვაჟა გაფრინდაშვილი: ,,საკვებს ადგილობრივი მოსახლეობა მიგზავნიდა"

ირმა ინაშვილი: ,,მთელი ღამე არ მეძინა, ექიმის გათავისუფლების შესახებ ვიცოდი მხოლოდ მე"

ვაჟა გაფრინდაშვილი: ,,არც ველოდებოდი, რომ ეს მოხდებოდა"

საქართველოს მთავრობა: ,,ექიმის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო მეგობარი იყო ჩართული"

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.