|
ფორუმი იმართება საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და მისი მიზანია, განხილულ იქნას და დაიგეგმოს რეგიონთაშორისი კულტურული ღონისძიებები სამომავლო საქმიანობისათვის. ფორუმში მონაწილეობას კულტურის სფეროში მომუშავე 23 ორგანიზაცია მიიღებს.
ფორუმს დაესწრებიან მოწვეული სტუმრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურიდან.
ფორუმს დაასრულებს დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს: ანსამბლი კვარტეტი - (ლოტბარი ლელა მერაბიშვილი), ანსამბლი ,,გორი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,შავლეგო“ , თინა ჭულუხაძე, ლიკა შუბითიძე, გიორგი ნადიბაიძე და სხვა ცნობილი გორელი შემსრულებლები.
კონცერტი გაიმართება 31 მაისს, 15:00 საათზე, კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში.

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

საუბარია ზეღდულეთის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და გორის №10 საბავშვო ბაღებზე.

სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები