რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მიხეილ დვალიშვილის საქმის განხილვაზე მოსამართლემ უარი განაცხადა
მოსამართლე ლევან დარბაიძემ მიხეილ დვალიშვილის ბრალდების საქმეზე თვითაცილება გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიიღო.

21-წლის მიხეილ დვალიშვილს ბრალი, არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო, წაუყენეს. ის დააკავეს, თუმცა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არც ერთი ფორმაა გამოყენებული.

დღეს სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამზადებელ სხდომაზე ლევან დარბაიძემ თვითაცილება გამოაცხადა. როგორც ცნობილია, 2019 წლის მაისში, მიხეილ დვალიშვილის არასრულწოვანი მეუღლე, სოფელ აღაიანში, საკუთარი 7 თვის ჩვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სწორედ მის სასამართლო პროცეს განიხილავდა მოსამართლე ლევან დარბაიძე, რომელმაც არასრულწლოვა ბრალდებულს განაჩენი შემამსუბუქებელი გარემოებების მიხედვით გამოუტანა.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ თქვა, რომ სრულწლოვანის მხრიდან არასრულწლოვანთან ნებისმიერი ხასიათის სექსუალური ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბავშვის თანხმობით ან თანხმობის გარეშე, განიხილება, როგორც სექსუალური ძალადობა, რაც მძიმე ფსიქოლოგიურ ტრამვად არის მიჩნეული.

,,ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების შეფასებისას, მომიწია დასახელებულ საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ამ შემთხვევაში ბრალდებულის მიხეილ დვალიშვილის ქმედების, მორალური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების განხილვაში შესვლა. აღნიშნულმა გარემოებამ კი განაპირობა გარკვეულ წილად ჩემი მოსაზრების დაფიქსირება. გარდა ზემო აღნიშნულისა, განაჩენის გამოტანის შემდეგ, მასმედიის საშუალებით მიხეილ დვალიშვილმა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ და მისი ოჯახის წევრებმა გამოხატეს უარყოფითი განწყობა სასამართლოს მიმართ და გამოთქვეს პრეტენზია არასრულწლოვნის მიმართ გამოტანილ სასჯელში. მიმაჩნია რომ ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა შესაძლოა გააჩინოს გარკვეული ეჭვი ამ კონკრეტულ საქმეზე ჩემი ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე ვითხოვ ამ საქმესთან დაკავშირებით განვაცხადო თვით აცილება. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება." - განაცხადა მოსამართლემ.

მიხეილ ბერიაშვილი პროკურორი: დღეს უნდა მომხდარიყო ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა. თუმცა მოცემულ საქმეზე მოსამართლის მხრიდან მოხდა თვით აცილება და იგი გადაეცა გორის რაიონულ სასამართლოს სხვა მოსამართლეზე გასანაწილებლად. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ რადგან ეს ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესებს შეეხება.

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე მიესალმება მოსამართლის გადაწყვეტილებას საქმეზე თვით აცილებასთან დაკავშირებით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.