რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
ველობილიკის მარშრუტი გორში (გრაფიკა)
გორში ველო ბილიკების მოსაწყობად 83 000 ლარი გამოიყო. ევროკავშირის დაფინანსებით, სამუშაოები, ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. ველო ბილიკის მთლიანი სიგრძე 4 615 მეტრ იქნება. ორმხრივი ველობილიკის დასაშვები სიგანე შეადგენს 2.4 მეტრს. 

,,ველო ბილიკის მხოლოდ რამოდენიმე მონაკვეთზე ხდება ახალი ასფალტის საფარის მოწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, გზის და ტროტუარის საფარი იღებება სპეციალური საგზაო მონიშვნის საღებავით. აგრეთვე გამოყენებული გვაქვს, დატვირთულ მონაკვეთებში, ბოწკინტებით მონიშვნა, რათა ავტომობილების მძღოლებისთვის უფრო თვალსაჩინოდ იყოს, გზის ნიშნულზე დახაზული ველობილიკი და მასზე მოძრავი ველოსიპედისტი. აგრეთვე არ მოხდეს ველობილიკზე ავტომობილის თუ სხვა ტრანსპორტის პარკირება. გზის მონიშვნებზე გამოყენებულია საერთაშორისო სიმბოლოები ველოსიპედისდა მიმართულების მაჩვენებლით. გამოყენებული გვაქვს საქართველოში მომქმედი საგზაო ნიშნები." - აღნიშნულია პროექტში.

ველობილიკი იწყება ქ.გორის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, ის გრძელდება კირიონ II ის ქუჩით, გადადის აკაკი წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც საფეხმავლო ზებრის საშუალებით ველოსიპედისტი ხვდება მოპირდაპირე, გორის ციხის მხარეს, და დავით გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით, ტროტოარზე, ველობილიკი გაივლის რუსთაველის მემორიალს და ჩერდება ლომჭაბუკის მემორიალსა და გორის ციხეს შორის, დავით გურამშვილის გამზირზე.

აქედან საფეხმავლო ზებრის საშუელებით გადადის გამარჯვების მემორიალის სკვერში, უვლის სკვერს და ჩერდება სპეციალურად განკუთვნილ პარკინგზე, ლომჭაბუკის ძეგლთან.

საფეხმავლო ზებრის საშუალებით ველოსიპედისტი გადადის მდ.ლიახვის სანაპიროს ტროტუარზე, საიდანაც ის ტროტუარის გავლით მიემართება ილია ჭავჭავაძის გამზირამდე იუსტიციის სახლისკენ.

აქედან ველოსიპედისტს შეუძლია გადავიდეს ან საფეხმავლო ზებრის საშუალებით ან მიწისქვეშა გადასასვლელის საშუალებით და მოხვდეს ე.წ. ახალ ბაღში.

ახალი ბაღის ტერიტორიაზე ველობილიკის მეშვეობით გახვალთ გურამიშვილის ქუჩაზე ძველ ხიდამდე. ამჟამად, მერია სანაპიროს აკეთებს ძველსა და ახალ ხიდს შორის. ამ სანაპიროს გავლით გადიხართ ჭალის დასახლებაში, რომელაშვილების ქუჩაზე.

ძმები რომელაშვილების ქუჩიდან , ველობილიკი მიუყვება ქუჩას, გზის ფარგლებშ, გამოყოფილი საგზაო საღებავით და საგზაო ბოწკინტებით, ის უხვევს თამარ მეფის გამზირზე , და მიდის თამარ მეფის გამზირის ბოლომდე. ხოლო ერთი განშტოება, ქ.გორი მერიიდან , გადის ჭალის დასახლებაში , ახალ სტადიონებთან , სადაც ხდება ახლი ველობილიკისთვის განკუთვნილი ასფალტის მოწყობა. ველობილიკის აღნიშნული მონაკეთი მთავრდება ველოპაკრინგით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.