რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
გორში სილამაზის 16 სალონი შეამოწმეს
2019 წელს, გორში 16 სილამაზის სალონი შემოწმდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გაიცა, რომლის შემდეგაც მათ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადა, 1 თვე მიეცათ.

ამის შესახებ qartli.ge-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი, ექიმი-პრევენციონისტი დავით კუპრაძეს ესაუბრა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში კი, თუ სილამაზის ცენტრი მათ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, მაშინ ეს უკვე ჯარიმას ითვალისწინებს, რომელიც 50 ლარიდან იწყება და დარღვევის სიმძიმის შესაბამისად იზრდება.

,,ეს დარღვევები სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით იყო. პირსახოცები რამოდენიმეგან არასათანადოდ იყო გარეცხილი, მტვერი იყო, დასასუფთავებელი იყო. მაგალითად ინვენტარი, რაც გაწმენდილი და გასტერილებული უნდა იყოს, იმ მომენტისათვის არ იყო და ამაზე ჩვენ გაფრთხილება მივეცით.’’ - ამბობს დავით კუპრაძე.

,,თუ სალონმა არ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები; თუ იქ არის სისტემური დარღვევები; თუ იქ არის ადამიანის უფლებების უგულებელყოფა ჯანდაცვითი კუთხით, მაშინ ეს უკვე ჯარიმას ითვალისწინებს და შესაძლებელია მის დახურვამდეც მივიდეს. ჯარიმა 50 ლარიდან იწყება და სპეციფიკურია იმის მიხედვით, თუ რა დარღვევებია გამოვლენილი. მიგვიცია ხოლმე რეკომენდაცია, რომ თქვენ მაკრატელი გაწმენდილი უნდა გქონდეთ. სავარცხელი, რომლითაც სხვას დავარცხნე, უნდა გაწმინდო და მეორეს ისე დავარცხნო. შემდეგ მივსულვართ იმ ობიექტზე და ის სალონი აღარ დაგხვედრია.’’ - ამბობს დავით კუპრაძე.

საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ე.წ. ,,სილამაზის სალონების’’ კონტროლი, მუნიციპალიტეტებს, კერძოდ კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ევალებათ.

ექიმი-პრევენციონისტი გვეუბნება, რომ ზოგჯერ ის რამდენიმე საათით ადრე ურეკავს და სილამაზის სალონის ხელმძღვანელს მისვლის შესახებ ატყობინებს, თუმცა დარღვევების შესწორების რისკს გამორიცხავს.

,,ზოგჯერ წინასწარ, რამდენიმე საათით ადრე ვატყობინებთ მფლობელს რომ მისი სალონის შესამოწმებლად უნდა მივიდეთ. გამორიცხულია ვიღაცამ თვალის ასახვევად გააკეთოს რამე. ეს შეუძლებელია. გაუფრთხილებლად რომ მიხვიდე შეიძლება დაგიხვდეს თანამშრომელი, მაგრამ ვერ მოგაქციოს ყურადღება. ამიტომ სასურველია რომ უშუალოდ პასუხისმგებელ პირს ვესაუბროთ. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა პირდაპირი შერჩევის წესით შევდივართ სალონში და ვამოწმებთ.’’ - გვეუბნება დავით კუპრაძე.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი, სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით მათთვის აუცილებელი რეკომენდაციების მიწოდება ევალებათ. ისინი სილამაზის სალონების შემოწმებისას საქართველოს მთავრობის №473-ე დადგენილებით ხელმძღვანელობენ, რომლშიც სწორედ ეს სანიტარული ნორმებია გაწერილი. მათ შორის:

ხელების ადეკვატური ჰიგიენა;
ხელთათმანების გამოყენება;
გარემო ობიექტების, ზედაპირების, აღჭურვილობის რუტინული წმენდა და სისუფთავის დაცვა;
გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა;
ნარჩენების უსაფრთხო შეგროვება და გატანა;
ჩანაწერების წარმოება სტერილიზაციის პროცედურების აღრიცხვისათვის;

მომსახურე პერსონალმა უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები. დაიბანოს და დაიმუშაოს ანტისეპტიკური ხსნარით ყოველი მომხმარებლის მომსახურების წინ და შემდეგ, ან საჭიროების მიხედვით, პროცედურის მსვლელობისას ან მომსახურების პროცესში პაუზების შემთხვევაში (ხელთათმანების შეცვლა და სხვა).

ავტორი: ელიზა ქრისტესიაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.